ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

კომპანიის შესახებ

კომპანია

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ელიტ ჰაუსი“ დაფუძნებულია კოპანია „ნოვას“ მმართველი ჯგუფის მიერ, რომელსაც საქართველოში სამშენებლო მასალების იმპორტის და წარმოების 15 წლიანი გამოცდილება აქვს, ფლობს ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატს და მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო მასალების ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

SOLIS Residence არის კომპანიის დეველოპერული პროექტი — მაღალი ხარისხის სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს.

ჩვენ გაგვაჩნია სრულიად განსხვავებული ხედვა, შევქმნათ ადამიანებისთვის კომფორტული საცხოვრებლი გარემო, რომელიც გამორჩეული იქნება სტილით. ეს მოიცავს არა მხოლოდ ზოგადად ხარისხიან მშენებლობას, არამედ ხარისხს ყველა დეტალში — მშენებლობის პროექტირებიდან გაყიდვის შემდგომი მომსახურების ჩათვლით. მშენებლობისას და აპარტამენტების მოპირკეთებისას გამოყენებული იქნება ევროპული ხარისხის მასალები, მსოფლიოს საუკეთესო ბრენდის ლიფტების სისტემა, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები. აპარტამენტების მართვის უმაღლესი კლასის სასტუმროს ტიპის სერვისი.

 
 

მშენებლობა

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომელიც მშენებლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს და ასევე ფლობს ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატს. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, ამიტომ მშენებლობის ხარისხიც ძალიან მაღალია.

მისია და მიზნები

ჩვენი მიზანია
შევქმნათ საუკეთესო საინვესტიციო და საცხოვრებელი გარემო თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

რას ვაკეთებთ
ვქმნით ჩვენი კომფორტულ, მყუდრო, თანამედროვე და ეკო-მეგობრულ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც დღეს კომფორტული ცხოვრებისთვისაა საჭირო.

როგორ ვაკეთებთ
ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს გამოყენებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე.

რატომ ვაკეთებთ
ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ხარისხთანაა კავშირში. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, ვგულისხმობთ კომფორტს, მაღალ სტანდარტს, გამორჩეულ სტილს. გვჯერა ეს ყველაფერი ჩვენი მაცხოვრებლებისთვის ჰარმონიულ და უკეთესი ცხოვრების პირობებს შექმნის.
 

პარტნიორები

პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია