ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა
circle

F.A.Q.

 მშენებლობა მიმდინარეობს ბათუმში, ახალი ბულვარი, შერიფ ხიმშიაშვილის 61 ნომერში, სავაჭრო ცენტრ metro city გვერდით.  

 ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა. 

მშენებლობა დაწყებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-18 სართულიდან 23-ე სართულის ჩათვლით შიდა და სამეზობლო ტიხრების ამოყვანა. პარალელურად კი ხდება მე-7 სართულიდან მე-17 სართულის ჩათვლით იატაკის მოჭიმისთვის  გეოდეზიის ნიშნულების დასმა. 

 

  • მშენებლობა სრულდება 2025 წლის 31 მაისს.
  • კომერციული სართულის კონსტრუქციის მოწყობა დასრულებულია (კომერციული სართულის მზიდი კონსტრუქციების მოწყობის შემდეგ ყოველ კალენდარულ თვეში განხორციელდება საშუალოდ ორი სართულის მზიდი კონსტრუქციების მოწყობა);
  • მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მოწყობას სართულების მიხედვით დასრულდება 2022 წლის ოქტომბერში; 
  • ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო კომუნალური ქსელების მოწყობა დასრულდება 2023 წლის მაისში;
  • ტერიტორიის კეთილმოწყობა, აპარტამენტების სარემონტო და შენობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასრულდება 2025 წლის მაისში. 

სოლის რეზიდენსი ბათუმში აშენებს 1 (ერთ) ოცდაექვს სართულიან აპარტჰოტელს, კომპლექსი მოიცავს  264 ბინას (სართულზე განლაგებულია 10 ბინა).

კომპლექსში თქვენ შეგხვდებათ სამი ტიპის საცხოვრებელი ფართი:

  • სტუდიოს ტიპის აპარტამენტი 
  • აპარტამენტი ერთი საძინებლით
  • აპარტამენტი ორი საძინებლით 

რომელიც თავის მხრივ ნაწილდება ხუთ კატეგორიად:

  1. პანორამული ზღვის ხედი, 
  2. პირდაპირი ზღვის ხედი, 
  3. ნაწილობრივი ზღვის ხედი, 
  4. მცირე ნაწილი ზღვის ხედი,
  5. ზღვის ხედის გარეშე.
  • მინიმალური ფართი- 30,3 კვ.მეტრია;
  • მაქსიმალური ფართი- 102 კვ.მეტრია.

კომპლექსი სულ ხელმისაწვდომია  211 სტუდიოს ტიპის აპარტამენტი.

  • ზღვის ხედით  155   - (30.3 - 43.8 მ²); 
  • ნაწილობრივი ზღვის ხედით  31- (37.4 - 42.8 მ²);
  • ზღვის ხედის გარეშე   25 - (35.8 - 36.4მ²).

 მინიმალური/მაქსიმალური კვადრატულობა  30.3 მ² - 43.8 მ².


კომპლექსში სულ ხელმისაწვდომია 39 ოროთახიანი აპარტამენტი. 

  •  ზღვის ხედით 15 - ( 68.9 - 81.7 მ²);
  •  ნაწილობრივი ზღვის ხედით  24 - ( 58,1 - 80,6 მ²).

მინიმალური/მაქსიმალური კვადრატულობა -58,1- 81,7 მ².


კომპლექსში სულ ხელმისაწვდომია 9 სამ ოთახიანი აპარტამენტი:

  • ზღვის ხედით 9 -ბინა ( 83,8 - 104.5 მ²).

სოლის რეზიდენსი გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას 2025 წლის 31 მაისამდე.

აპარტამენტის შესაძენად სტანდარტული გადახდის პირობა შემდეგნაირია: პირველადი შენატანი აპარტამენტის ჯამური ღირებულების 30%-ს შეადგენს,  ხოლო ყოველთვიური მინიმალური გადასახადი 1490 ლარიდან გახლავთ.

ამ ეტაპზე აპარტამენტის  შეძენა შესაძლებელია ჯამური ღირებულების 30%-იანი წინასწარი შენატანით, ასევე შესაძლებელია პირად მრჩეველთან მოლაპარაკება გარკვეული ტიპის აპარტამენტებზე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ განსაკუთრებული პირობით - პირველადი შენატანის გარეშე, ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე:  032 2 04 02 02 ან  +995 592 90 20 20.

ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს კვადრატულ მეტრზე 298 ლარის ფასდაკლება.

უნაღდო  ანგარიშსწორებით,  ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, ან ყოველთვიურად ჩვენი ფინანსური განყოფილების მიერ გამოგზავნილი ინვოისის საფუძველზე. 

ერთი წლის საფასურის წინასწარ ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში „მესაკუთრე“ სარგებლობს 10 %-იანი ფასდაკლებით.  

დიახ, პროექტი დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ სრულად, შესაბამისად შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხის პირობით.

სოლის რეზიდენსის შიდა განვადებისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ.

  • შიდა განვადების შემთხვევაში- ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებული ხართ, როგორც მომავალი მესაკუთრე.  როდესაც შენატანის ოდენობა მიაღწევს ღირებულების 50%-ს  ვარეგისტრირებთ  საჯარო რეესტრში;
  • ერთიანად გადახდის შემთხვევაში - ავტომატურად ხდებით ბინის მესაკუთრე, ხელშეკრულებას ვარეგისტრირებთ  საჯარო რეესტრში.

დაგვიკავშირდით ვებგვერდიდან თქვენთვის მოსახერხებელი არხის: ზარი ვებგვერდიდან, Viber, WhatsApp, Messenger საშუალებით, ან მოითხოვოთ ზარი და ჩვენი მრჩეველი თავად დაგიკავშირდებათ.

T. 0 32 204 02 02 
M. +995 592 90 20 20

საზღვარგარეთიდან Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 592 90 20 20

ბათუმი, ახალი ბულვარი, შერიფ ხიმშიაშვილის 61.

ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით – 10:00-19:00;

ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეხვედრის დაგეგმვა თქვენთვის სასურველ დროს, არასამუშაო დღეებსა და საათებში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და ჩაბარდება შესაბამის დროს, რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებას, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ უკვე მერიის პრეროგატივაა, ჩვენ ჩაბარებისთანავე შევიტანთ მერიაში შესაბამის დოკუმენტაციას, თუმცა ექსპლუატაციის ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია, რაც მთავარია მშენებლობა იმ გეგმით და სტანდარტებით მიმდინარეობს, რომ ექსპლუატაციაში მიღებას ხელი არ შეეშალოს.

კორპუსს აქვს 60 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიისა და მინუს სართულზე.  აგრეთვე კორპუსის უკან მოეწყობა სმარტ პარკინგი;

გარე ფასადის კედელი შენდება 20- სმ. სისქის ქაფ ბლოკებით, მოპირკეთებული ენერგო-ეფექტური მინა პაკეტით. ფასადის ნაწილი კი თანამედროვე, პროექტის შესაბამისად, ალუმინის კომპოზიტური პანელით მოპირკეთდება.

ჩვენი კორპუსის მიმდებარედ გენ. გეგმის მიხედვით გაკეთდება სკვერი, დაირგვება ხეები და განთავსდება მოსასვენებელი სკამები ასევე თანამედროვე ელექტრო სმარტ ავტოპარკინგი.

განსხვავებით მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებისგან, ჩვენს პროექტში გამოყენებულია ხიმინჯები. ჯამში მოეწყო 637 ხიმინჯი. 
კორპუსის მდგრადობა გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე. 

აპარტამენტის ჩაბარების შემდგომ მომსახურებაში ჩვენი კომპანია გულისხმობს, როგორც საერთო სივრცეების მოვლის ასევე გაქირავების მომსახურებასაც.

საერთო სივრცის მოვლის საფასური იქნება 1$  (ექვივალენტი ლარში) კვ.მ. ზე (მაგ: თუ აპარტამენტის ფართი შეადგენს 30.1 კვ.მ.- ს ყოველთვიური გადასახადი გამოვა 30.1$ (ექვივალენტი ლარში)).

საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლის ვალდებულება გულისხმობს „შემსრულებლის“ ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით განახორციელოს: 

  • სადარბაზოს დასუფთავება, განათება და მისი მიმდინარე რემონტი;
  • ლიფტების 24 საათის განმავლობაში სარგებლობისათვის გამართულ მდგომარეობაში ქონას;
  • ფასადის მოვლას, მიმდინარე რემონტსა და განათებას;
  • სახურავის მოვლას, მიმდინარე რემონტსა და განათებას;
  • ეზოს მოვლას, მიმდინარე კეთილმოწყობასა და განათებას;
  • სახანძრო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოვლას;
  • საერთო სარგებლობის ნაწილში განთავსებული კომუნალური (წყლის, კანალიზაციის, დენის, ტელეფონის, ინტერნეტის, ტელევიზიის და სხვა კომუნალური მომსახურების) ინფრასტრუქტურის მოვლასა და მიმდინარე რემონტს;
  • 24 საათიანი დაცვის სისტემისა და 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ფუნქციონირებას.

ბინის ყიდვა მშენებარე სახლში.

  • წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის; 
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა;
  • საკუთრების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ბინის შეძენისას მშენებარე სახლში – ფორმდება ორი ხელშეკრულება ერთი წინასწარი და მეორე საბოლოო. წინასწარი ხელშეკრულება მოიცავს: - კომპანიის ვალდებულება ჩაბარდეს სახლი მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში ( კედლების განლაგებით, ფანჯრების, კარების და ა.შ.) - მხარეების ვალდებულები არიან სამომავლოდ საბოლოო ხელშეკრულება გააფორმონ. -წინასწარი ხელშეკრულების ხელის მოწერიდან საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე მყიდველი ირეგისტრირებს ბინას როგორ სამომავლო მფლობელი.

საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავიანთ მოვალეობები: კომპანია ააშენებს და ჩააბარებს სახლს კონტრაქტში მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში. მყიდველი ვალდებულია დაფაროს ბინის ღირებულება ბოლომდე. -ამის შემდეგ მოხდება ბინის შეძენის ხელშეკრულების დარეგისტრირება მყიდველის მიერ საჯარო რეესტრში როგორც საკუთრების. 

საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ბინის გეგმა;
  • დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აღჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციას საქართველში ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრების რეგისტრაცია დაჩქარებული წესით შესაძლებელია მოხდეს 1 დღეში. უძრავი ქონების შესაძენად საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ საჯარო რეესტრში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ (მზადდება კომპანიის მიერ უსასყიდლოდ);
  • სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი).

უძრავი ქონების შეძენის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავ ქონებაში გადასახდელი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა საქართველოში.

ბინის ყიდვის ხელშეკრულება უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ფორმდება 2-ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულად და მყიდველის ენაზე. ორივე ეგზემპლარს აქვს იურიდიული ძალა.

დიახ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მარტივად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება საქართველოს ტერიტორიაზე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველსა და მყიდველს შორის, ხოლო ქონების რეგისტრაციისთვის საჭიროა მინდობილი პირის მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმისთვის რომ შეიძინოთ ბინა ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს ფარგლებს გარედან საჭიროა: 


გამოაგზავნო გენერალური მინდობილობა ნდობის აღჭურვილ პირზე საქართველოში. ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი, ასევე მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL) რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომელს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდეს ნოტარიუს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა. ამის შემდეგ ნდობით აღჭურვილ პირს შეაქვს ნდობით აღჭურვილ პირზე საკუთრების დარეგისტრირების განცხადება საჯარო რეესტრში განცხადების შეტანის შემდეგ მინდობილობის გადამოწმებას და საკუთრების დარეგისტრირებას სჭირდება ორი თვე (პრაქტიკაში მინიმუმ ორი კვირა). როდესაც ამონაწერი რეესტრიდან მზად იქნება, იგი შეიძლება შემოწმდეს ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.REESTRI.GOV.GE. თითოეული ამონაწერი რეესტრიდან აქვს უნიკალური შტრიხკოდი, სველი ბეჭდის სერტიფიცირება არ არის საჭირო.


საქართველოს მოქალაქეებს გენერალური მინდობილობის გაფორმება შეუძლიათ SKYPE-TO კონფერენციით, ორი ნათესავები ან მეგობრების თანდასწრებით საქართველოში, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ვინაობა ძირითადი (მონაცემები ითხოვს მათი პასპორტებს ან პირადობის მოწმობას). ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში ყველაფრის დარეგისტრირება ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი. ფულის გადარიცხვა მოხდება მშენებარე დეველოპერული კომპანიის საბანკო ანგარიშზე. კონტრაქტზე ხელმოწერა ხდება დასკანერებული სახით, მფლობელის ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე (და თანხის სრულად დაფარვის შემდეგ), ხელი მოეწერება ძირითად ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტს.

ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის საყიდლად საჭიროა:    

  • ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა;
  • ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ასევე მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL) რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდნენ ნოტარიუს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა.

ფიზიკური პირი საქართველოში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია მანამ, სანამ მისი წლიური შემოსავალი (იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული/დეკლარირებული შემოსავალი) არ გადააჭარბებს 40 000 ლარს.

ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ბინადრობის ნებართვისთვის განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომლის გაგრძელებაც შეიძლება უძრავი ნივთის (ბინის) ფლობის ვადის შესაბამისად.

დიახ, სოლის რეზიდენსს აქვს გაქირავების სერვისი, 2020 წლიდან 2025 წლის მაისამდე, კომპანია გაყიდვების წარმოებასთან ერთად ეწევა ბრენდის პოპულარობას, პოზიციონირებას, რაც გაძლევთ გარანტიას რომ Solis Residence  ერთ-ერთი ცნობილი აპარტ ჰოტელი იქნება მშენებლობის დასრულებისას, ზღვის სანაპირო ზოლში დასვენების მსურველთათვის.

„მეიჯარის“ (ფიზიკური პირი)–ს საკუთრებაში არსებული სასტუმრო აპარტამენტის „მოიჯარისათვის“ (Solis Residence -ი“ ) სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ „მოიჯარე“ „მეიჯარე“–ს უხდის საიჯარო ქირას, რომლის ოდენობაც შეადგენს მხოლოდ სასტუმრო აპარტამენტის სარგებლობის შედეგად მიღებული საერთო შემოსავლიდან დამატებითი ღირებულების გადასახადის და კომუნალური (დენის, წყლის, ინტერნეტის და ტელევიზიის) გადასახდელებისათვის საჭირო თანხის გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხის 91 (ოთხმოცდათერთმეტი) %–ს. 
საიჯარო ქირის გადახდა ხდება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25  რიცხვამდე, მისი „მეიჯარის“ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით.

იხილეთ საშუალო სტატისტიკური მონაცემები სტუდიოს ტიპის აპარტამენტების გაქირავების ამონაგების მიხედვით. 
ეს გაანგარიშება წარმოადგენს დაშვებებს, რომელიც ეყრდნობა ბათუმის სტატისტიკურ  მონაცემებს. 
აპარტამენტის საინვესტიციოდ შეძენის შემთხვევაში სეზონური და არასეზონური პერიოდის გათვალისწინებით აპარტამენტის გაქირავების დღიური საფასური საშუალოდ შეადგენს 56$ (ექვივალენტი ლარში), რაც ჯამში წლის ბოლოს საშუალოდ მოგვცემს 10650$ (ექვივალენტს ლარში), მოცემული ამონაგები მოიცავს: გაქირავების მომსახურების (აპარტამენტის მენეჯმენტი, დაზღვევა, კომპლექსის ზოგადი მოვლა (კომპლექსური მომსახურების საფასური 1 $ (ექვივალენტი ლარში) / მ 2), კომუნალური გადასახადებს, ოთახების მოვლა (დასუფთავება და სამრეცხაო სამუშაოები), 5% საკომისიო ( საშემოსავლო გადასახადი) რის შედეგადაც თქვენი სუფთა მოგება საშუალოდ შეადგენს - 7502$ (ექვივალენტი ლარში).

 

პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია