ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

11 კერძი გურმანებისთვის, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

აჭარული სამზარეულო ქართული კულინარიის მარგალიტია, რომელზეც  დიდი გავლენა იქონია მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა. არსებობს კერძები, რომლის ნამდვილ გემოს  მხოლოდ აჭარაში შეიგრძნობთ. წარმოგიდგენთ 11 უგემრიელეს კერძს, რომელიც აჭარაში ვიზიტისას უნდა დააგემოვნოთ. 

  • აჭარული ხაჭაპური - გამოირჩევა ორიგინალური ფორმით და განსაკუთრებული გემოთი. მისი შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. გავრცელებული ვერსიით ზღვისპირას მცხოვრებმა ლაზებმა ცომს ნავის ფორმა მისცეს, ხოლო კვერცხის გული ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. 
  • აჩმა - ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მომზადების ტექნოლოგია განსხვავებული და ტრადიციულ ხაჭაპურთან შედარებით რთულია, მზადდება კვერცხით მოზელილი ცომისგან, ყველისა და კარაქისგან.
  • ბორანო - აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია, რომელიც ნოყიერი და კალორიულია. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა. ტრადიციული ბორანო წნილი ყველისგან და კარაქისგან მზადდება. ასევე ამზადებენ ბორანოს კარტოფილით, კვერცხით, ჭადის ფქვილით, მაგრამ ნებისმიერი წესით დამზადებულ ბორანოს აქვს უგემრიელესი გემო და არომატი.  
  • სინორი - ნოყიერი კერძების რიგს განეკუთვნება, რომელიც მზადდება იუხასგან ანუ ცომის თხელი, შემწვარი ფირფიტებისგან, რომელსაც წყალში გახსნილ ნივრით შეზავებულ ნადუღს და ცხელ გამდნარ ერბოს ამატებენ, სულ ბოლოს კი დამწვარ კარაქს.
  • იახნი - მხოლოდ ზემო აჭარისთვის დამახასიათებელი კერძი არ არის, იგი უფრო ქობულეთში იციან და ცნობილია როგორც; „ქობულეთური იახნი“. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ, რომელიც კარაქთან, ხახვთან და ზაფრანასთან ერთად იშუშება, ხოლო ბოლოს სანელებლებით შეზავებული ნიგოზით და სხვადასხვა სუნელებით იკაზმება. 

  • ჩირბული - საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებშიც ცნობილია, როგორც “ჩიჟი-ბიჟი”, მაგრამ ოდნავ განსხვავებული რეცეპტია. პამიდორის ზამთრისთვის შენახულ წვენს ან თავად პამიდორს წვრილად დაჭრილს მოთუშავენ ცხიმში და მზადების პროცესში ამატებენ თითქმის ყველანაირ მწვანილს, ასევე შეკმაზენ მარილით, ბოლოს კი ჩაატეხენ რამოდენიმე კვერცხს, ოღონდ მთლიანად, ისე რომ კვერცხი არ დაიშალოს. უნდა მომზადდეს ნელ ცეცხლზე და მზადების პროცესში არ უნდა მოურიო. 
  • მალახტო - აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია, რომელიც ჭყინტი ლობიოსგან მზადდება. მოხარშვის შემდგომ წურავენ და სხვადასხვა სახის სუნელებით, ხახვით, მწვანილით და ნიგვზით კმაზავენ, ბოლოს კი, მკვახე ყურძნის იგივე “ისრიმის საწებელს” ამატებენ, რომელიც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. კერძი აუცილებლად უნდა მირთვათ ცივად, ცხელ ჭადთან ერთად. 
  • ფხალ-ლობიო - აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ლობიოს კერძია, რომელიც მზადდება შავი ლობიოსგან. ცალკე იხარშება შავი ლობიო, ცალკე შავი ფხალი იგივე “კეჟერა ფხალი”. მოხარშვის შემდეგ ფხალი ირეცხება, იჭრება და ერევა მოხარშულ შავ ლობიოში. იკაზმება ნივრითა და ნიგვზით, ასევე გემოვნებით უმატებენ მარილს და პილპილს. 
  • კაიმაღი - აჭარლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ასეთი კერძი არაა, უფრო შეჭამანდია. კაიმაღი რძისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია.  რძეს ნელ-ნელა მოადუღებენ, მოდუღების შემდგომ ურევენ და სითბოში აჩერებენ რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. შემდეგ კი ჭადთან და ყველთან ერთად მიირთმევენ.
  • იაღი - იგივე კარაქია, რომელსაც აჭარაში ასე მოიხსენიებენ. თუ შესანახად უნდათ კარაქი მას მარილს უმატებენ. ამ გზით კარაქი ერთი წელი გაფუჭების და ამჟავების გარეშე ინახება.  
  • რძის ჰალვა - აჭარული სიტკბოს საოცრება რომელიც საუცხოო გემოთი გამოირჩევა და არ არსებობს ზემო აჭარის სტუმარი, რომელიც ამ დესერტით არ იხიბლება და სურვილი არ უჩნდება რომ თან გაიყოლოს. რძის ჰალვა რთული მოსამზადებელია, შეიძლება ითქვას აჭარულ სამზარეულოს კერძებს შორის ურთულესი.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია