ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

15 აქტივობა, რომლითაც უნდა დაკავდეთ ბათუმში

  • ჯომარდობა-  ანუ რაფტინგი არის აქტიური დასვენების სახეობა, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი და ხდება დაშვება  სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეზე.  ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა სულ უფრო მეტი ადამიანის ინტერესს იწვევს და პოპულარობით სარგებლობს. აჭარის ბუნებრივი რესურსები გვაძლევს საშუალებას,  ჭოროხის და აჭარისწყლის პოტენციალი გამოვიყენოთ და მივიღოთ ჯომარდობით ახალი გამოცდილება.
  • ლაშქრობა - ყველა ადამიანს უყვარს ბუნება და ცდილობს მასთან, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს. ლაშქრობა კი საუკეთესო საშუალებაა, რომ მცირე აღჭურვილობით გაუყვეთ ბილიკებს,  დაათვალიეროთ და შეიცნოთ ბათუმის ლამაზი ბუნება. ერთი ზურგჩანთა, საინტერესო მეგზური და ახალი თავგადასავალი წინაა.
  • თევზაობა- ბათუმი, თევზაობის მოყვარულთათვის საყვარელი ქალაქია. შავი ზღვა საუკეთესო ადგილი , სადაც,  თევზის დაახლოებით 180 სახეობა ბინადრობს. ასევე უამრავი ადგილია სადაც შესაძლებელია თევზაობა. მაგალითად: ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული  ცენტრალურ პარკი და ზღვის სანაპირო ზოლის ტერიტორია როგორიცაა: გონიო, კვარიათი, სარფი. თუ  სახლში ანკესი მოგეპოვებათ და ეძებთ ადგილს სადაც მეგობრებთან ერთად განტვირთვას და თევზაობას შეძლებ დროა არჩევანი ბათუმზე შეაჩეროთ.  
  • ცხენოსნობა- ულამაზესი ბუნებით დატკბობა და ამავდროულად ცხენით სეირნობა ერთგვარი ზღაპრული სიზმარია.  დროის საინტერესოდ გატარების და დადებითი  ემოციის მიღების ყველაზე კარგი საშუალება. ულამაზეს ცხოველთან ერთად ჯირითი, მისი ნდობის მოპოვება და ბათუმის საინტერესო ბუნებით დატკბობა საუკეთესო დღის გატარების გარანტია. 
  • ველოსიპედით სეირნობა - თუ ველოსპორტი  თქვენთვის რუტინა, ან უბრალოდ მარტივი გადაადგილების საშუალებაა იცოდე, რომ 7 კილომეტრიანი ბათუმის ბულვარის გზა თქვენ განკარგულებაშია. შეგიძლით, ველოსიპედით სეორნობისას დატკბეთ ზღვის ტალღების ხმით და სუსხიანი მზით. 
  • ტბაზე ნავით გასეირნება- თუ უბრალოდ ახალი გამოცდილება გინდათ, რომ მიიღო მარტივად, ნავით გასეირნება ყოველთვის შეგიძლიათ. მარტივად ყოველგვარი აღჭურვილობისა და ექსტრემალური თავგადასავლების გარეშე შეგიძლით დატკბეთ ულამაზესი ხედებით და იპოვოთ სიმშვიდე ლამაზ ბუნებაში. 
  • ფრინველებზე დაკვირვება - თუ ფრინველები გიყვართ, ფრინველებზე სამეცნიერო გადაცემების მოყვარული ან უბრალოდ საინტერესო თავგადასავალის მაძიებელი ხართ უნდა იცოდეთ, რომ აჭარის რეგიონი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორია, მსოფლიოში როგით მესამე. აჭარის ცაზე  ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რომელთა სიმრავლე განპირობებულია აჭარის უნიკალური  კლიმატითა და ტოპოგრაფიით.  
  • წყლის ტრანსპორტი - თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, და არ გინდა მოშორდეთ წყალს მაშინ საზღვაო აქტივობებით დაკავების დროა. ზღვაზე ნავით ან იახტით სეირნობა, ზღვის თხილამურებით გასეირნება, პარაშუტით ფრენა, ჰიდროციკლები ყველაფერი თქვენ განკარგულებაშია. 
  • ზიპ ლაინი - თუ გინდათ მოგზაურობა სპორტული და აზარტული გახადოთ, მაშინ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სხვადასხვა სიგრძის ბაგირი და დაეშვათ.  უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით მოხდება  ღვედით და ჩაფხუტით აღჭურვა,  თქვენ  წინაშე კი ახალი თავგადასავალი გადაიშლება.
  • თოკის  პარკი - მტირალას ეროვნულ პარკში არის თავგადასავალი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.  გეძლევათ შესაძლებლობა დრო აზარტულად, საინტერესოდ და ამავდროულად მხიარულებით სავსე გარემოში გაატაროთ.  
  • დაივინგი - დაივინგისათვის საუკეთესო ადგილი აჭარაში  არის გონიო, კვარიათი, სარფი და ციხისძირი. თუ ცურვა შენი ჰობია და ამავდროულად წყალქვეშა სამყარო გიტაცებს, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო შავის ზღვის სამყაროს და დაკავდეთ ამ აქტივობით. გასათვალისწინებელია რომ დაივინგისთვის საჭიროა ეკიპირება და გამოცდილი მყვინთავების მეთვალყურეობა. 
  • კემპინგი - სიმშვიდე, სიწყნარე, მეგობრები და ოჯახის წევრების გარემოცვა, ულამაზესი ბუნება,  პატარა კარვები და უამრავი ახალი ემოცია თქვენ გარშემოა.
  • კანიონინგი - ახალი გამოცდილებისთვის თუ საჭირო გამბედაობა გაქვთ, მაშინ იცოდეთ რომ ბათუმში უჩხოს კანიონის სტრუქტურული აგებულება და წყლის დებეტი კანიონინგი საუკეთესო პირობებს ქმნის, რაც კიდევ უფრო ზრდის აჭარის პოტენცილას. 
  • აკვაპარკი - ზაფხულში თუ ეძებთ ადგილს, რომელიც გაგაგრილებთ, დაგავიწყებთ მზის მცხუნვარებას, მაშინ იდეალური ადგილია აკვაპარკი. აქ შეძლებთ გრთობას, სხვადასხვა ატრაქციონებით დაკავებას, ეს არის იდეალური გარემო როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. 
  • დელფინარიუმი - ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა და სავიზიტო ბარათია, რომელსაც ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ. შეუძლებელია წყლის ამ ბინადართა ნახვისას განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა არ დაგვებადოთ. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია