ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

4 სახლის საოცარი ისტორია

ბათუმში მოგზაურობისას აუცილებლად მოიხიბლებოდით საოცარი ქუჩების და ულამაზესი სახლების ცქერით და იფიქრებდით თუ როგორ აშენდა? ვის ეკუთვნის და როგორი ისტორია აქვს მათ? 
აბ ბლოგში წარმოგიდგენთ ოთხი საოცარი სახლის ისტორიას, რომელიც ზღვისპირა ქალაქში სტუმრობისას უნდა მოინახულოთ.

ნიკოლოზ საბაშვილის სახლი
ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, მდებარეობს თეთრი სახლი, რომელიც მოჩუქურთმებული ფასადის და დახვეწილი არქიტექტურის გამო ყველა ადამიანის ყურადღებას იქცევს. შენობა ნიკოლოზ საბაშვილმა (საბაევმა) ააშენა მე-19 საუკუნის ბოლოს და შესრულებულია რენესანსულ - ბაროკულ სტილში. ნაგებობა აგურისაა, შელესილი, უხვად შემკული პლასტიკური დეკორით. შენობის კუთხე ჩამოკვეთილია და ზედა ორისართულის დონეზე მრგვალი რიზალიტით სრულდება, რომელიც ატლანტების მძლავრ ფიგურებს ეყრდნობა. გამოკვეთილი ტიტანები სახლს მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაემატა. საბაშვილის სახლის ფასადის ატლანტებსა და ჩუქურთმებზე ქართველი სკულპტორი, სერაფიმე პოლოლიკაშვილი მუშაობდა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ კი ნიკოლოზ საბაშვილს მთელი ქონება, მათ შორის ეს სახლიც ჩამოართვეს. შენობის ერთ ნაწილში რუსეთ-ჩინეთის ბანკის ბათუმის განყოფილება, ასევე აჭარის ფინანსთა სამინისტრო, მოგვიანებით პროკურატურა, ამჟამად კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია განთავსებული.

ბერძენი ექიმის სახლი
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის №33-ში, დგას ულამაზესი ორსართულიანი სახლი, მრგვალი პარმაღით და აივნით. ეს სახლი წარმოშობით ბერძენ ექიმს, ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისს ეკუთვნოდა. მან პარიზში სწავლისას გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბათუმელი - ვერა კოტლიარევსკაია და მათ საცხოვრებლად ზღვისპირა ქალაქი შეარჩიეს. ტიმოლეონი ბათუმში ქოლერას დროს სპეციალურად მოწყობილ ბარაკებში უსასყიდლოდ მკურნალობდა დაავადებულ პაციენტებს, 1902 წელს ბათუმის სათათბიროს ხმოსნადაც აირჩიეს. 

ამ სახლის დანახვისას საოცარი სიმშვიდე დაგეუფლებათ, მაგრამ მისი მფლობელის ისტორია არც ისე მშვიდია. ექიმ ტრიანდაფილიდისის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, ის საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და ოჯახს გამოსასყიდის სახით 30 000 მანეთი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც თანხა ვერ მიიღეს, ქალაქის ყველაზე ცნობილი ექიმი მოკლეს და მისი ცხედარი ქუჩაში დააგდეს.

აშშ-ს საკონსულო
ბათუმში, რუსთაველის №7- ში, მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო. მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმში, სამხრეთ კავკასიაში უმნიშვნელოვანეს ქალაქში ათობით ქვეყნის საკონსულო გაიხსნა, მათ შორის იყოს აშშ-ს საკონსულო. საბჭოთა ოკუპაციის დროს შენობაში, სადაც ადრე ამერიკის კონსული იჯდა, უშიშროების სამსახური, „ჩეკა“ დაფუძნდა და აქ წყდებოდა საბჭოთა სისტემისთვის „საზოგადოებისთვის მავნედ“ ქცეული ადამიანების ბედი.

შვედეთის საკონსულო
1888 წელს შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ინიციატივით ბათუმში შვედეთის საკონსულო დაფუძნდა, რომელის შენობა დუმბაძის №5 - ში დღემდე დგას და სასტუმროდაა გადაკეთებული. ამ საოცრად დახვეწილი და მიმზიდველი შენობას,
წარსულის ერთი კრიმინალური ისტორია უკავშირდება. 1906 წლის 3 ოქტომბერს ორმა კაცმა საკონსულოსთან ახლოს, ვიცე-კონსული გუსტავ აუგუსტ ჰააგერი მოკლა. შვედეთის უწყებამ აღნიშნული ფაქტის სწრაფი გამოძიება მოსთხოვა რუსეთის ხელისუფლებასა და დიპლომატიურ კორპუსს, მაგრამ მკვლელები მიიმალნენ და და საქმეც დაიხურა, რაც ამ საქმეს კიდევ უფრო მისტიკურს ხდის. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ კი შვედეთის საკონსულომ ბათუმში საქმიანობა შეწყვიტა.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია