ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

5 ფესტივალი, რომელსაც აჭარაში უნდა ეწვიოთ

  • ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი- აჭარის რეგიონი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი უდიდესი კორიდორია მსოფლიოში, ყოველი წლის სექტემბერში ეწყობა ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, და ასევე ტარდება სხვადასხვა შემეცნებითი პრეზენტაციები და ექსკურსიები.  თუ ფრილველები გიყვართ, ფრინველებზე სამეცნიერო გადაცემების მოყვარული, ან უბრალოდ საინტერესო თავგადასავალის მაძიებლები ხართ არ უნდა გამოტოვეთ ეს ფესტივალი.
  • შავის ზღვის ჯაზ-ფესტივალი- ბათუმში 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს იმართებბა ფესტივალი, რომელიც მსმენელს ჯაზის გარდა სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მუსიკას. თუ მელომანი ხართ ან უბრალოდ გიყვართ მუსიკის მოსმენა, მაშინ დროა ეს ფესტივალი თქვენ კალენდარზე მოინიშნოთ. სხვადასხვა მუსიკოს-შემსრულებლელი, ფესტივალის ფარგლებში უკვე ეწვივნებ ბათუმს, როგორიცაა: მარკუს მილერი, ტანია მარია, მასეო პარკერი, როი ჰარგრუვი, მეისი გრეი, სტენლი ჯორდანი, ლარი გრეჰემი, ჯონ სკოფილდი, ელ ჯერო, მაიკ სტერნი, ვიქტორ ვუტენი, სნუპ დოგი, ლივ ვორფილდი, ლიზა სტენფილდი, ქვინსი ჯონსი, ჯამიროქვაი და კიდევ არაერთი შემსრულებელი თუ ბენდი.
  • ზაფხულის ფესტივალი - ბათუმში ივნისის პირველ ნახევარში ტარდება  ზაფხულის ფესტივალი, რომლის მიზანი ზაფხულის სეზონის მხიარულად და საინტერესოდ გატარებაა ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებული ზღვის სანაპირო ზოლით, დღის განმავლობაში მოუსმონით  ქართველ და უცხოელ დიჯეებს და ბენდებს, ღია კაფე-ბარებს ესტუმროთ, ჩაერთო სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში, იახტით გაისეირნო და დატკბეთ ზღვის სიღრმიდან ბათუმის ხედებით. 
  • საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF - ფესტივალს საფუძველი 2006 წლიდან ეყრება და კინომოყვარულთა შორის დიდი ინტერესით სარგებლობს. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა  სემინარები და ვორქშოფები, როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესიონალების ხელმძღვანელობით, რომელიც იძლევა უამრავ საშუალებას კინოხელოვნების მიმართულებით მოყვარულმა და დასაქმებულმა ადამიანებმა გაიცნონ  ცნობილი კინორეჟისორები, პროდიუსერები და კინოკრიტიკოსები და მათი გამოცდილება გაიზიარონ. 
  • ფრანების ფესტივალი - საინტერესო გამოცდილება და დროის მხიარულად გატარების საშუალებას იძლევა, როგორც ზრდასრულთათვის ასევე მოზარდებისთვის. შეგიძლით შენთვის საინტერესო გმირი აირჩიო და ცაში გაუშვა, თუ გამოცდილება არ გაქვსთ პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს და დაგეხმარებათ ააწყო ფრანი. ეს აქტივობა ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია