ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

5 ყველაზე გემრიელი კერძი, რომელიც მხოლოდ აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

ქართული სამზარეულოს და სუფრის გამორჩეული ტრადიციები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რაც ტურისტებს ჩვენ  ქვეყანაში იზიდავს. აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ეს რეგიონი განსაკუთრებულია ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოთიც. არსებობს კერძები, რომლებიც მხოლოდ აქ უნდა დააგემოვნოთ.

  1. საქართველოს ყველა რეგიონს ახასიათებს სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მაგრამ აჭარული ხაჭაპური განსხვავდება, როგოც ფორმით ისე მომზადების წესითაც. ეს არის ნავისებური ფორმის ღია ხაჭაპური, რომლის შუაგულში ყველი, კარაქი და თოხლო კვერცხია მოთავსებული. აჭარული ხაჭაპური უდაოდ ბათუმელების სახე და სავიზიტო ბარათია. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს, ერთ-ერთის თანახმად ზღვის პირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, ხოლო კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.
     
  2. აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: ის მზადდება მოხარშული ცომის თხელი ფენებისგან, ფენებს შორის ემატება ყველი და კარაქი.აჩმა აჭარული სამზარეულოს ერთ ერთი გამორჩეული და გემრიელი კერძია, რომლის დაგემოვნება ნამდვილი სიამოვნებაა.  
     
  3. ბორანო აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. ის იაღში ანუ ერბოში ჩამდნარი აჭარული ყველია. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა. მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა, მაგრამ ნებისმიერი წესით დამზადებულ ბორანოს ერთი საერთო ნიშანი - უგემრიელესი გემო ახასიათებს. ის ძირითადად მიირთმევ ცხელ მჭადთან, ან კიდევ კიტრი- პომიდვრის სალათთან ერთად. ასევე მას ძალიან უხდება თეთრი ღვინო.


     
  4. ბაქლავა აღმოსავლურ სამზარეულოში გავრცელებული ნამცხვარია, რომელიც თხელი, ფენოვანი ცომის, ნიგვზისა და თაფლისგან/შაქრისგან მზადდება. ქართულ სამზარეულოში ეს დესერტი თურქული გავლენის შედეგად შემოვიდა და მისი აჭარული ვერსია შეიქმნა.
    ის ბათუმში ყველაზე პოპულარული ტკბილეული გახლავთ. აჭარული ბაქლავა არის ტკბილი, ხრაშუნა და სიროპით გაჯერებული. ის მზადდება ცომის ძალიან თხელი ფენებით, წვრილად დაფქვეული ნიგვზით ან თხილით, ფენებს შორის ამატებენ ერბოს. გამომცხვარ ტკბილეულს ზემოდან ასხამენ სიროფს. როცა ბაქლავა გაგრილდება და ფენებს სიტკბოც კარგად გაუჯდება შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
     
  5. სინორი კიდევ ერთი გამორჩეული და ნოყიერი აჭარული კერძია. ეს არის გამომცხვარი ცომის თხელი ფირფიტები, რომელიც ნადუღით, ნივრითა და კარაქით (ან ერბოთი) მზადდება. ის ერთდროულად ნოყიერი და ამავდროულად, უჩვეულოდ ნაზი და ჰაეროვანი კერძი.    
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია