ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

5 რამ რაც ბათუმში ყოფნისას უნდა გააკეთოთ

თუ ზაფხული თქვენი სეზონია, გიყვართ ზღვა და მზე,მაშინ ეწვიეთ ბათუმს, მნიშვნელოვანია აქ გატარებული ყოველი წამი მაგიური გახადოთ, ამისთვის კარგი იქნება თუ შეიცნობთ ბათუმის საინტერესო მხარეს. ამისთვის კი:

1. დეტკბით მზის ჩასვლის საოცარი პეიზაჟით

მზის ჩასვლის ყურებისას მნიშვნელოვანია შეიგრძნო მომენტი. რადგან ამ დროს შენ წინაშე საოცარი პეიზაჟი იშლება, თუ როგორ ქრება ლაჟვარდისფერ წყალში მზე და გარშემო ყველაფერი ფერს იცვლის. 

 

2. აღმოაჩინეთ ალპური აჭარა

აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე კურორტებზე, სუფთა ჰაერისა და წიწვოვანი ტყეების სიგრილეში შეგიძლიათ გაატაროთ სასოამოვნო შვებულება. მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო დაგეხმარებათ შეიქნმათ სულიერი სიმშვიდეში და განიტვირთოდ. 

 

3. შეიცანით ბათუმის არქიტექტურა

თავისი ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით,  ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებით, კაფეებით და ბარებით ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. აქ შეხვდებით უამრავ საინტერესო შენობასა და ნაგებობას, რომელსაც გამორჩეული ისტორია აქვს. 


4. იხილეთ ოთხი სეზონის განსხვავებული სახე

აჭარა თავის მრავალფეროვანი ბუნებით და კონტრასტული ლანდშაფტებით საქართველოს გამორჩეული მხარეა. ის ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისთვის სასურველ ადგილი, ზღვის სანაპიროზე თუ მაღალმთიან კურორტზე. ამიტომაც აჭარაში სტუმრობისას, წლის ნებისმიერ სეზონზე განსხვავებული შეგრძნებები გელოდებათ.

 

5. დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები

 ბათუმში  ვიზიტისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბათუმელებისთვის საყვარელ ადგილს თევზის ბაზრობას. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და ნახოთ თევზის სხვადასხვა სახეობა, აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, შეიძინოთ და ეწვიოთ მიმდებარე რესტორანს, რომელშიც  შეფ-მზარეული თქვენს მიერ არჩეული თევზისგან უგემრიელეს კერძს მოგიმზადებთ.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია