ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

5 სანაპირო რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო აჭარაში

მზის სხივების დანახვისას, ტემპერატურის მომატებისა ყოველთვის გვეუფლება სიმშვიდის და თავისუფლების გრძნობა. ამავდროულად ვივსებით სასიამოვნო მოგონებებით და გვიჩნდება სურვილი, რომ უფრო მეტი ახალი თავგადასავალი შვძინოთ მეხსიერებას. თუ ზაფხული თქვენი საყვარელი სეზონია და გინდათ წყალთან ახლოს იყოთ, მაშინ უნდა იცოდეთ რომ აჭარა გთავაზობთ  დაუვიწყარ და მიმზიდველ სანაპიროებს, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიიოთ. 

  • ბათუმი - ხალხით და ხმაურით სავსე სანაპირო, სადაც მუდმივად ხალისიანი ატმოსფერო სუფევს. აქ შეგიძლიათ დროის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოთ საინტერესო ემოცია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და არ გინდათ წყალს მოშორდეთ შგიძლთ ზღვის თხილამურებით გასეირნება, პარაშუტით ფრენა, ყველაფერი თქვენ განკარგულებაშია. მზის ჩასვლისას შეგიძლიათ ესტუმროთ სანაპირო რესტორნებსა და კაფეებს. დააგემოვნოთ განსაკუთრებული კერძები და ზღვის პროდუქტები, მოუსმინოთ მუსიკას, დატკმეთ ზღვის ტალღების ხმაურის მოსმენით ან სულაც , დაანთოთ კოცონი და სნმაპიროზე მოიწყოთ პიკნიკი. 
  • ციხისძირი - წყნარი და მშვიდი გარემო, რომელიც სულიერი ჰარმონიის მომტანია. Პატარა სამყარო, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების რიტმს დაგვავიწყებთ. გარემო სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მთისა და ზღვის ჰაერით, ისამოვნოთ მზის ჩასვლის ცქერით, შებინდებისას დაანთოთ კოცონი, ან გაშალოთ კარავი. მშვიდი გარემო,  მეგობრები და ოჯახის წევრების გარემოცვა, ულამაზესი ბუნება,  პატარა კარვები და უამრავი ახალი ემოცია თქვენ გარშემოა.
  • კვარიათი- მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, თვალისმომჭრელი  ბუნება, ზღვის თბილი გამჭვირვალე წყალი და მშვიდი ყურე ბათუმიდან 15 კმ-ში თქვენ მოლოდინშია. თუ ცურვა თქვენი ჰობია და ამავდროულად წყალქვეშა სამყარო გიტაცებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ კვარიათს. 
  • მწვანე კონცხი - ლამაზი სანაპირო ზოლი და წყალთან სიახლოვე ზაფხულში დროის გატარების საინტერესო შესაძლებლობაა, ამავდროულად თუ ეძებთ ადგილს, რომელიც ასევე სიმწვანესთან და ბუნებასთანაა ახლოს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მწვანე კონცხი. შესაძლებლობა, დატკბეთ წყალთან სიახლოვით, ესტუმროთ “ბოტანიკურ ბაღს” და მოინახულოთ სუბტროპიკული ფლორა. ყვავილოვანი მინდვრები, ველური ბუნება, ხელუხლებელი ტყეები, ტბები, ჩანჩქერები და ვრცელი ხედები ნამდვილი სამოთხეა ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მსურველთათვის.
  • ქობულეთი- მზიანი სანაპირო ზოლი, მაგნიტური ქვიშა, ულამაზესი ბუნება და იდეალური გარემო ოჯახთან ერთად დასასვენებლად. მრავალფეროვან ბუნებაში ჩაფლულია უამრავი საპიკნიკე ადგილი, რიმელიც იდეალურ ატმოსფეროს ქმნის,  როგორც ზრდასრულებისთვის  ასევე ბავშვებისთვის. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია