ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

6 იდეალური ადგილი კემპინგისთვის

გარემო, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით, გვიქმნის ერთგვარი რუტინის შეგრძნებას, რომელიც მოსაწყენ რეალობას ემსგავსება. ადამიანებს ხშირად გვინდა თავი დავაღწიოთ ამ რეალობას და ვიპოვოთ გარემო, რომელიც განტვირთვის საშუალებას მოგვცემს. კემპინგი ქალაქური ცხოვრების რიტმისაგან თავის დაღწევის და სამყაროს შეცნობის ყველაზე საინტერესო მეთოდია. ერთგვარი მოგზაურობა წარსულში, სადაც ბუნებასთან ატარებთ დროს თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ირგვლივ ახალი გამოცდილება, ულამაზესი ბუნება,  პატარა კარვები და უამრავი თავისუფალი დროა საკუთარი თავის ახლებურად დასანახად. 
ბათუმი ქმნის იდეალურ გარემოს და გთავაზობთ 6 ადგილს ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის:  

  • მტირალას ეროვნული პარკი - ქობულეთის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კმ, ხოლო ქობულეთიდან  27 კმ-ში მდებარეობს.  მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე ნოტიო ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალა“  მთას, სწორედ, უხვი ნალექის გამო ეწოდა. მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. აქ მოწყობილია ორი ზონა - საოჯახო და ტურისტული, სადაც კემპინგის გარდა შეგიძლიათ დაკავდეთ უამრავი აქტივობით: “ზიპ-ლაინი”, “თოკების პარკი”, “კვადრო ტური”, “ცხენების ტური”. 
  • შუამთა- პატარა სოფელი ტყის მთების შუაგულში, ბათუმიდან 20 კმ.-ის დაშორებით,  ზღვის დონიდან   2 148 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.  ეს ადგილი გამორჩეული ბუნების სილამაზის გარდა ცნობილია, როგორც მტაცებელ ფრინველთა გადაფრენის დერეფანი, სადაც მოწყობილია საგუშაგოები და ფრინველებზე დასაკვირვებელი უამრავი პლატფორმა. ასევე აქ შეხვდებით უძველესი მონასტრის ნაშთებს, რომლიც წარსულში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ.
  • ჩირუხი- შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 100 კმ.-ის დაშორებით  ზღვის დონიდან 2148 მეტრზე მდებარეობს.  ალპურ ზონაში ჩაფლული ბუნება გაძლევთ საშუალებას  დატკბეთ გარემოს თითოეული დეტალით.  
  • კინტრიშის ეროვნული პარკი - ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 13514 ჰა- ს შეადგენს. ხეობა ბათუმიდან 55 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ქობულეთიდან ნაკრძალამდე 24 კილომეტრია.  კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. ასევე  ნაკრძალის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ნახოთ ტბა ტბიყელი, რომელშიც ბინადრობს  წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ტრიტონი. აქ შეხვდებით ტბა დიდვაკეს,  ნაკრძალთან ახლოს კი ტბა სიძერძალს. 
  • ბათუმის ეროვნული პარკი- აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარეობს. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღია, რომელიც დაარსებულია 1912 წელს,  ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკო ანდრეი კრასნოვის მიერ. არცთუ შორეულ წარსულში მთლიანად დაფარული იყო  კოლხური ტიპის ტყით: წიფელი, წაბლი, ცაცხვი და მარადმწვანე ქვეტყით. 
  • კაპნისთავი -   სოფელი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 360 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 26 კილომეტრით. ამ ადგილს “შვიდი ჩანჩქერის სოფელს უწოდებენ”, რაც მის განსაკუთრებულობას ზრდის. მრავალფეროვან ბუნებაში ჩაფლული უამრავი საპიკნიკე ადგილი, იდეალურ ატმოსფეროს ქმნის. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია