ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

8  ჩანჩქერი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ აჭარაში

  • ჩირუხის ჩანჩქერი- მდებარეობს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩირუხში. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის დიდი ნაწილი მოასფალტებული არ არის, შესაბამისად წინ საინტერესო გზა გელით, სანამ დატკბებით ჩანჩერის სილამაზით.
  • ძენწმანის ჩანჩქერი- მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში. სამანქანო გზიდან ჩანჩქერამდე 100 მეტრია, თუმცა საკმაოდ ციცაბო ბილიკი ჩადის, რომელზეც მოწყობილია მოაჯირები. ჩანჩქერიდან მოშორებით აუცილებლად უნდა ნახოთ სოფლის ძველი ხის მეჩეთი, რომელიც ადგილობრივების თქმით 150 წელზე მეტისაა. 
  • მერისის ჩანჩქერი- მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში. ქედადან 13 კილომეტრშია. სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 100 მეტრია. აქ ყოველთვის ხალმხრავლობაა, ჩანჩქერის გუბურაში ბავშვები ბანაობენ, იქვეა ხის მოსასვენებელი ქოხები, სადაც პიკნიკის მოწყობა შეიძლება.
  • მეძიბნას ჩანჩქერი- მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში. ქედადან 10 კილომეტრში. სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 500 მეტრია. უზარმაზარი მთებიდან მოედინება, წყლის ვარდნის სიძლიერე ისეთია, რომ ჩანჩქერის ბუნებრივ აუზში ბანაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

  • მახუნცეთის ჩანჩქერი- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, რადგან მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს. ჩანჩქერთან მიდის ბილიკი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ბილიკის ბოლოს კი მოწყობილია საპიკნიკე სივრცე სადაც ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროსი გატარება შეგიძლიათ. 
  • ბაკოს ჩანჩქერები- მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკიბაკოსთან. სიმწვანეში ჩაფლულ ულამაზესი მდინარის ხეობაში, მოედინება ორი ჩანჩქერი: ბაკოს დიდი ჩანჩქერი და ბაკოს პატარა ჩანჩქერი, რომლებიც უნიკალურ სანახაობას ქმნის.
  • ტყუპი ჩანჩქერი- მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე. ადგილობრივების ინფორმაციით მდინარე ჩამისწყალზე ტყუპ ჩანჩქერების გარდა კიდევ 15-მდე ჩანჩქერია, თუმცა იქ მისვლა უგზოობის  გამო შეუძლებელია. აქ განსხვავებულ და ლამაზი გარემოა ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია. 
  • მირვეთის ჩანჩქერი- სოფელ მირვეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქ ბათუმიდან 19 კილომეტრით არის დაშორებული.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია