ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარა - ერთ სიტყვაში ჩატეული ემოცია

ბათუმი შეუდარებელი ადგილია. ერთ სიტყვაში ჩატეული ემოცია და თავგადასავალია, რომელიც ყოველთვის შენ ხელთაა. ზღაპრული ადგილი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ, საოცარი ბუნებით მოგხიბლავთ და თანამედროვე არქიტექტურით დაგატყვევებთ. თუ მოგზაურობის დიდი მოყვარული ხართ და ბევრი ადგილი გაქვთ ნანახი შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა რატო ბათუმი? ამ კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში ვერ იპოვი ეს თავად უნდა გამოცადოთ, რადგან ბათუმის მთავარ ხიბლს - მის საოცარ გულს და სიყვარულს მხოლოდ ზღვისპირა ქალაქში შეიგრძნობთ.

 

გამორჩეული კლიმატი

აჭარაში სტუმრობა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ეს ადგლია სადაც ერთიანდება ზღვა, მთა და საინტერესო ტრადიციები. აქ შეძლებთ მოინახულოთ უამრავი  ღირსშესანიშნაობა, შექმნათ დაუვიწყარი მოგონებები და აივსოთ დადებითი ემოციებით. დამახასიათებელია სუბტროპიკული ჰავა, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, თუმცა ბათუმის ხშირი სტუმარია კოკისპირული წვიმა. შავი ზღვის სანაპირო უფრო ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები, რომლებიც უხვთოვლიანობით გამოირჩევა, თუმცა ბათუმში იშვიათად თოვს და თოვლიც მალევე დნება. 

ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობში 22-240 C, ხოლო მაღალმთიანეთში 17-210 C შეადგენს, ხოლო ზამთარში ბათუმში ტემპერატურა 4-60 C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 3-20 C აღწევს. სწორედ აჭარაშია ევროპის ნალექების პოლუსი - მთა მტირალა, სადაც წლიურად 4000 მმ-მდე ნალექი მოდის. აჭარის კლიმატი იმდენად უნიკალურია, რომ ერთ სივრცეში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია სხვადასხვა კლიმატური და ლანდშაფტური ზონის მცენარეთა სახეობები აღმოსავლეთ აზიისა და ჰიმალაის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, ხმელთაშუაზღისპირეთისა და  ამიერკავკასიიდან. 

უნიკალური კულინარია

აჭარული სამზარეულო ქართული კულინარიის მარგალიტია, რომელზეც  დიდი გავლენა იქონია მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა. არსებობს კერძები, რომლის ნამდვილ გემოს მხოლოდ აჭარაში შეიგრძნობთ. წარმოგიდგენთ  უგემრიელეს კერძს, რომელიც აჭარაში ვიზიტისას უნდა დააგემოვნოთ. 

  • აჭარული ხაჭაპური;                     
  • აჩმა;
  • ბორანო; 
  • სინორი; 
  • იახნი; 
  • ჩირბული;
  • მალახტო;
  • ფხალ-ლობიო;
  • კაიმაღი; 
  • იაღი;
  • რძის ჰალვა. 

მეტი ვიდრე შავი ზღვის კურორტი

ბათუმის ისტორია ხანგრძლივი და მრავალფეროვანია. ქალაქი მრავალი საუკუნის განმავლობაში იცვლებოდა და  ვითარდებოდა. მისი განვითარების ტემპი აღფრთოვანებას იწვევს. ამ ლამაზი ზღვისპირა ქალაქის  ვიზიტისას მუდმივად გაოცებული რჩები და განსხვავებულ ემოციას იღებ. წარმოგიდგენთ ბათუმის საინტერესო მხარეს, რომელსაც უნდა გეცნოთ. 

  • ძველი ქალაქის იდუმალება - ბათუმი იმაზე მეტია ვიდრე საზღვაო კურორტი.  პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქალაქია ულამაზესი ბილიკებით და ძველი სახლებით. ქუჩებში სეირნობისას თქვენ ნახავთ პატარა სახლებს, ძველებურ ეზოებს სადაც მუდმივად ხალხია შეკრებილი, რომელებიც ერთად სასიამოვნო დროს ატარებენ. ყველა პატარა სასურსათო მაღაზიაში შესვლისას გაოცებული დარჩებით, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველა სიყვერულით გხვდება.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი სწრაფად იცვლება, ის მაინც ინარჩუნებს მშვიდ ატმოსფეროს;
  • ქუჩის მხატვრობა - ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად შეამჩნევთ სხვადასხვა თემატიკის, ფორმის და ზომის კედლის ნახატებსა და წარწერებს. ასეთი ადგილები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში ასევე ტურისტებშიც. სწორედ ამიტომ  2013 წლიდან ყოველწლიური ფესტივალიც ტარდება, რომელიც ქართველ და უცხოელ ქუჩის მხატვრებს მასპინძლობს;
  • ადგილობრივი ბაზარი - დროის ნებიმსიერ მონაკვეთში ადამიანებით სავსე ადგილი, სადაც იყიდება სახლში დამზადებული პროდუქტები, სანელებლები და ადგილობრივი კერძები. ყველაფერი ისეთი სუფთა და არომატულია, რომ მათი დაგემოვნებისგან თავს ვერ შეიკავებთ;
  • აჭარის გამორჩეული ხედები - ულამაზესი მთები,  აყვავებული ტყეები, ველური მდინარეები, ჩანჩქერები და საუკუნეების წინ აშენებული ქვის ხიდები აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სრულიად განსხვავებული სამყაროა, რომელიც ბათუმთან ახლოს მდებარეობს. აქ ვიზიტისას გეუფლება შეგრძნება, რომ  წარსულში მოგზაურობ და სამყაროს მიუწვდომელ ადგილებს პოულობ. 

მიმზდიველი გარემო ინვესტიციისთვის

ბათუმი ინვესტორებისთვის დღითიდღე უფრო მომხიბვლელ ადგილად ითვლება, იზრდება დაინტერესება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ თავად ქვეყანა მდებარეობს ცნობილ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ფაქტიურად, გზა დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას დამაკავშირებელ ხიდს ჰგავს.  დღეს  მარეგულირებელი გარემო ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის დაწყებას და ფუნქციონირებას. აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო სფეროა, უძრავი ქონება, სტუმართმოყვარეობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის სფეროები, რომლებშიც შეგიძლიათ ფულის დაბანდება. რატომ არის აჭარა საინვესტიცოდ მიმზიდველი ადგილი: 

  • სტაბილური და განვითარებადი გარემო - საქართველოს კანონმდებლობა იცავს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და გამოყენებულ ინვესტიციებს. ქალაქი სწრაფი ტემპით ვითარდება. მთავრობამ გამოაქვეყნა სამართლებრივი ბაზა ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად;
  • დაბალი ფასები - ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი ფასია. თუ არ აპირებთ ბათუმში ცხოვრებას, ან გსურთ გქონდეთ ადგილი სადაც დასვენებას და განტვირთვას შეძლებთ, უმჯობესია ჩადოთ ინვესტიცია დრეს გქონდეთ სტაბილური შემოსავალი;
  • ქონების გადასახადის მოქნილი კანონი - საკუთრების გადასახადი 0%. თუ თქვენ ყიდით ქონებას მფლობელობის პირველი 2 წლის განმავლობაში - თქვენ უნდა გადაუხადოთ სახელმწიფოს 20%. ამას გარდა, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი ქონება; 
  • ბინადრობის ნებართვისკენ მიმავალი გზა - საქართველოში ქონების ფლობა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ბინადრობის უფლება და ლეგალურად მართოთ ქონება.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია