ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აქციე სახლი ინვესტიციად

სახლი ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებში უამრავ ემოციას იწვევეს. ამ სიტყვის გაგონებისას სიმშვიდე გეუფლებათ და დადებითი ემოციით ივსებით. მაგრამ, სანამ იპოვით ადგილს, რომელსაც სახლს უწდებთ, წინ მრავალი ეტაპი გაქვთ გასავლელი, რადგან უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებისას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მაქსიმალურ სარგებელს ნახავთ, შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში მის მომგენიან ფასად გაქირავაბას, გაყიდვისას კი ჩადებული ინვესტიციის სრულად ამოღებას. 

ამ კუთხით ბათუმი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ის დღითიდღე მშვენდება. უკანასკნელ წლებში კი ზღვისპირა ქალაქის განვითარების ტემპი გასაოცარია. ბათუმი ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავდროულად, შეინარჩუნოს თავისი გამორჩეული ისტორია და კულტურა. 

რატომ არის აღმოჩენა ინვესტორებისთვის ბათუმი? - კითხვებზე პასუხს ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებში იპოვით:

  • შესანიშნავი ინფრასტრუქტურა -  ბათუმი გამორჩეული ტურისტული ცენტრია მთელ შავი ზღვის რეგიონში. ევროპული ქუჩებითა და მოედნებით, ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავით, ისტორიული პორტით, უნიკალური ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებით, კაფე- ბარებითა და რესტორნებით  - ბათუმი თანამედროვე საქართველოს ნამდვილი მარგალიტია;
  • ყოველწლიურად 10-20%-ით მზარდი ტურისტული ნაკადი - ბათუმის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, მან უკვე მოიპოვა ევროპის ფარული მარგალიტის  სტატუსი, მის მიმართ ინტერესი უფრო იზრდება, ცნობილ მედიაპლატფორმებზე კი როგორიცაა: “Forbes USA”, “European Best Destinations’ და“Euronews” ბათუმის შესახებ სხვადასხვა სტატიას აქვეყნებენ;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი - უცხოელ ინვესტორთა უფლებები საქართველოში ისევე დაცულია, როგორც ქვეყნის მოქალაქეების. შესაბამისად, ინსვესტორი უძრავი ქონების შეძენისას 100%-ით დარწმუნებულია მისი საკუთრების უსაფრთხოებაში. ევროპაში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდი “European Best Destinations”, რომელიც მოგზაურობის მსურველებს აწვდის ტურისტულად  საინტერესტო  მიმართულებების შესახებ ინფორმაციას, ბათუმს ტურისტულად უსაფრთხო ადგილად ასახელებს;
  •  სახელმწიფოში ბინადრობის მიღების შესაძლებლობა - უცხოელი ინვესტორი, რომელიც გადაწყვეტს დააბანდოს 100 000 $ (ეკვივალენტი ლარში) ბინის შესაძენად, შეუძლია მიიღოს ბინადრობის მოწმობა;
  •  სწრაფი ანაზღაურებადობა - ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად იქცევს ტურისტების ყურადღებას და ბიზნესის მხრიდანაც გაზრდილია ინტერესი. შესაბამისად, ადგილობრივ უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიცია, ანაზღაურდება საკმაოდ მცირე დროში. “სოლის რეზიდენსში” აპარტამენტის საინვესტიციოდ შეძენის შემთხვევაში, სეზონური და არასეზონური პერიოდის გათვალისწინებით, აპარტამენტის გაქირავების დღიური საფასური საშუალოდ შეადგენს 38 დოლარს (ეკვივალენტი ლარში), რაც ჯამში წლის ბოლოს საშუალოდ მოგცემთ 7105 დოლარს (ეკვივალენტი ლარში); 
  • კარგი ბიზნეს კლიმატი - სტაბილური, საქმიანი გარემო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, დაბალი გადასახადები და ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა;
  • დისტანციური გარიგება - ქვეყნის კანონმდებლობა საშუალებას აძველს ადამიანებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დისტანციურად დაიდოს. ინვესტორს შუძლია, პროცედურა განახორციელოს უშუალოდ რეალტორის დახმარებით, ან შუამავლის გარეშე მიმართოს სამშენებლო კომპანიას - “სოლის რეზიდენსს”;
  • დაბალი გადასახადები - საქართველოში უძრავი ქონების გადასახადები არ არის დაწესებული იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც არ არიან ქვეყანაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულნი. ფიზიკური პირი საქართველოში ქონების გადასახადს იმ შემთხვევაში იხდის, თუ მისი წლიური შემოსავალი (იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული/დეკლარირებული შემოსავალი) გადააჭარბებს 40 000 ლარს;
  • უვიზო მიმოსვლა - 98 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა (ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია