ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარული სამზარეულოს გამორჩეული დესერტები

თუ აჭარაში მოგზაურობას გეგმავთ და გიყვართ აჭარული კულინარია, ეს ბლოგი თქვენთვისაა. აჭარული სამზარეულო მართლაც ქართული კულინარიის მარგალიტად არის აღიარებული, მაგრამ არის დესერტები, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომლის ნამდვილ გემოს მხოლოდ აჭარაში შეიგრძნობთ.

  • ბაქლავა - ყველაზე პოპულარული და ხრაშუნა ტკბილეული, რომელიც მზადდება ცომის ძალიან თხელი ფენებით, წვრილად დაფქვული ნიგვზით ან თხილით, ფენებს შორის კი ერბოს ამატებენ. გამომცხვარ ბაქლავას ზემოდან ასხამენ სიროფს, როცა გაგრილდება და ფენებს შორის სიტკბო კარგად გაუჯდება, მას შემდეგ ჭრიან ნაჭრებად. მისი გემო კი ნამდვილად დაუვიწყარია.
  • რძის ჰალვა - აჭარული სიტკბოს საოცრება, რომელიც საუცხოო გემოთი გამოირჩევა. რძის ჰალვა რთული მოსამზადებელია, შეიძლება ითქვას, აჭარული სამზარეულოს კერძებს შორის ურთულესი. ერთი პორტცი მზადდება 2 ლიტრი რძისა და 2 კილოგრამი შაქრისგან, რომელსაც ურევენ, სანამ არ გადნება შაქარი და შემდეგ დგამენ ცეცხლზე. დუღილის პროცესში რომ არ გასქელდეს, უმატებენ კაიმაღს. მას შემდეგ, რაც ცეცხლიდან გადმოიღებენ, აცდიან შეგრილებას, ასხამენ ზეთწასმულ სინზე და აცდიან, სანამ სასურველ ფორმას არ მიიღებს, რათა პრიალა ზედაპირი შეინარჩუნოს.  
  • ბურმე -  ბაქლავის მსგავსი ტკბილეულია, რომელსაც რულეტის ფორმა აქვს. მზადდება კარაქით, შაქრით და გემოვნების მიხედვით ამატებენ ნიგოზს ან თხილს. ახლად გამომცხვარ ბურმეს ზემოდან ასხამენ ზაფრანით და ლიმონის ცედრით მომზადებულ ცხელ სიროფს. 
  • ბორეგი - ცომის თხელ ფენებში ახვევენ გატარებულ ნიგოზს ან თხილს შაქართან ერთად და აცხობენ ღუმელში მანამ, სანამ არ მოიბრაწება. უკვე მზა ბორეგს ასხამენ მდუღარე სიროფს და ზევიდან ადებენ ცხელ იაღს.
  • ყურუთი - მზადდება ნადუღით და ხავიწით, რომელსაც ერთმანეთში ურევენ და ხელის გულების დახმარებით მრგვალ ფორმას აძლევენ. მზა ფორმებს აწყობენ ხის სინზე და გასაშრობად მზის გულზე დებენ, რათა არ გახმეს და არ დაიშალოს. მის გამოშრობას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება და წელიწადზე დიდხანს ინახება.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია