ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარული ცეკვა

საქართველოში ყველა კუთხეს აქვს თავისი ცეკვა, რომელიც გადმოსცემს, იქ მცხოვრები ხალხის ყოფა-ცხოვრებას და ისტორიას. ამ მხრივ გამონაკლისი არც აჭარაა, წარმოგიდგენთ  ცეკვებს, რომელიც  თავისი  ისტორიით და მნიშვნელობით გამოირჩევა.

  • ხორუმი- საბრძოლო ცეკვაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში კერძოდ აჭარა-გურიაში სრულდებოდა. ხორუმი დღეს თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარშია. თავისი რითმით, მუსიკალური წყობით სრულიად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული ცეკვებისგან. ქორეოგრაფების თქმით, ეს არის ერთგვარი საჭილდაო ქვა ანსამბლისთვის, ყველაზე რთულად შესასრულებელი ცეკვა, რადგან ყველა მოძრაობას თავისი მნიშვნელობა აქვს და ყველა დეტალი გათვლილია. მოცეკვავეთა რაოდენობა  კენტი რიცხვი უნდა იყოს, რადგან კენტი რიცხვის მოცეკვავეები წრეს უფრო ლამაზად კრავენ. ცეკვა ხორუმი ხუთი ნაწილისგან შედგება. ცეკვაში ბევრი ისეთი ელემენტია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ელემენტების გამო მიიჩნევენ, რომ ხორუმი საბრძოლო ცეკვაა. პირველი ნაწილია შემოსვლა და დაბანაკებაა. დაზვერვა არის ხორუმის მეორე ნაწილი. მზვერავი შეიძლება იყოს ერთი, ორი ან  სამი მოცეკვავე.  ცეკვის მესამე ნაწილი არის ფრონტზე მოცეკვავების გაშლა. მოცეკვავეები ამ დროს სცენაზე იშლებიან და სხვადასხვა ილეთს ასრულებენ. მეოთხე ნაწილია უშუალოდ ბრძოლა, ხოლო მეხუთე ნაწილით გამარჯვებით  ცეკვა სრულდება. მოცეკვავეები მკლავზე იწვენენ ერთ-ერთ მოცეკვავეს და ისე გაჰყავთ სცენიდან, რაც ნიშნავს რომ მებრძოლი დაიჭრა და მისი თანამებრძოლები ხიფათს არიდებენ.  

  • განდაგანა-  ცეკვის ყველაზე ლამაზი ნიმუშია, რომელიც აჭარაში განვითარდა.  სატრფიალო ცეკვაა, სადაც ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც. ცეკვის წარმოშობა ტრადიციულმა ყოფა-ცხოვრებამ განაპირობა, როცა ქალები და კაცები სამუშაოდ იკრიბებოდნენ ქალებს დიდხანს არ შეეძლოთ დამჯდარი და მოდუნებული მუშაობა და საჭირო იყო ამდგარიყვნენ და გაემართათ მუხლი. ცეკვა იწყება ქალების გამოსვლით. ამას ცოტა მოშორებით მდგომი ბიჭი ხედავს, გამოდის და გოგოსთან გამართავს სატრფიალო ცეკვას, რადგან ცდილობს თავი მოაწონოს. შემდეგ შემოდიან ბიჭები და გამართავენ მხარულს. ამ მხარული ცეკვის დროს კიდევ გამოჩნდება სხვა წყვილი და ერთმანეთს ეცეკვებიან. განდაგანაში არის ერთგვარი შეჯიბრის მომენტი. სოლისტები ეჯიბრებიან ერთმანეთს. შემდეგ ისევ ქალი შემოდის ჰაეროვნად სცენაზე, ნიშნად იმისა, რომ ვაჟმა დაიმსახურა მისი ყურადღება და პატივისცემა.  

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია