ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო

ბათუმი განთქმულია  თავისი ისტორიით, რომელიც ფესვებს  შორეული წარსულიდან იღებს. ათეული საუკუნის წინ ქალაქი წარმოადგენდა "ზღვის კარიბჭეს" ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. დროთა  განმავლობაში, ღრმა ყურემ,  რომელსაც  იმ დროს  - " ბათიუს ლიმან "-ი ეწოდებოდა, თავის თავში გააერთიანა წარსულის და აწმყოს კულტურა, ისტორიის და სიახლის ერთიანი ნაზავით. სწორედ ამ შერწყმამ გამოიწვია ქალაქის  მიმართ ინტერესის ზრდა და უკვე მე-19 ს  ეს ადგილი   განთქმული იყო როგორც ღირშესანიშნაობებით და  წარსულის არტეფაქტებით მდიდარი საკურორტო ზონა.

დღევანდელი ბათუმი სახე თანამედროვე არქიტექტურა და მრავალფეროვანი ისტორიის ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც წარსულისა და მომავალს აერთიანებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიული ფაქტები და ინფორმაცია, რომლის ცოდნა, ბათუმის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. 

  • ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში;
  • “ბათუმი“ ეტიმოლოგიურად ბერძნული სიტყვიდან  „ბათუსი“ (Bathus) მომდინარეობს, რაც ნიშნავს ღრმას. სახელის მნიშვნელობა და მისი წარმომავლობა გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ქალაქი. კონკრეტული  სახელწოდება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ბათუმი გამოირჩევა შავ ზღვაში ღრმა და მოსახერხებელი ყურით;
  • ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე; 
  • ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ბათუმის ფართობი შეადგენს 6494,31 ჰექტარს. ფართობის მიხედვით ბათუმი საქართველოში მესამე ქალაქია.

რა უნდა ნახოთ ბათუმში?

  • ბოტანიკური ბაღი - ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღი დაარსებულია 1912 წელს ანდრეი კრასნოვის მიერ, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე 111 ჰექტარზე გაშენებულ ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი;
  • მწვანე კონცხი​ - დაახლოებით 9 კმ. (5.6 მილი) დაშორებით ბათუმიდან, ადგილობრივების თქმით თქვენ აღმოჩნდებით “მწვანე სამოთხეში”, რომლის თვალწარმტაცი ხედები და სანაპირო ზოლი გულგრილს არავის დატოვებს. ტურისტები და ადგილობრივები ამ ადგილს სტუმრობენ არა მხოლოდ მზის აბაზანის მიღებისა და ცურვისთვის, არამედ დაივინგისთვისაც. მწვანე კონცხი მრავალი სასტუმროს ტიპის სახლებით, რესტორანითა და კაფე-ბარებით გამოირჩევა, ასე რომ იქ დარჩენა მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია, იმისათვის, რომ დატკბით მწვანე სამოთხის სილამაზით;
  • ულამაზესი საზღვაო კურორტები - საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისთვის. მრავალფეროვანია პლაჟების არჩევანი: ვისაც ზღვაზე დასვენებასთან ერთად ქალაქის აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ, ბათუმი თქვენთვის იდეალური ადგილია, აქ ზაფხულობით უამრავი კონცერტი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება. უფრო მშვიდი, ქალაქს მოწყვეტილი გარემოს მოყვარულებს კი ციხისძირის, ჩაქვის, მწვანე კონცხის ზღვისპირა ადგილებს შეგიძლიათ ესტუმროთ. მყუდრო დასასვენებელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი სარფის, კვარიათის, გონიოს პლაჟებზეც. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ქობულეთის პლაჟები;
  • ციხისძირი - ციხე-ქალაქი პეტრა - პეტრას ნაქალაქარი მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფ.ციხისძირში, ბათუმიდან ჩრდილოეთით 25  კმ-ის მანძილზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული პატარა ციხისძირი, წარმოადგენს არქეოლოგიურ საიტს და შავი ზღვის კიდევ ერთ სანაპირო ზოლს. აქ ნახავთ გვიანდელი ანტიკურ-გამაგრებული ქალაქის ნანგრევებს, რომლებიც ცნობილია როგორც რომაული აგებული ციხე-ქალაქი - პეტრას სახელითაც. ქალაქი ძალიან პატარაა ის შესანიშნავი ადგილია, მათთვისაც ვისაც სუფთა წყალი, მშვიდი ადგილი და კლდოვანი პლაჟები იზიდავს;

  • მტირალას ეროვნული პარკი - ქობულეთის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კმ, ხოლო ქობულეთიდან კი 27 კმ-ში მდებარეობს. მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფლორითა და ეკოტურისტული სერვისებით. ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ პარკში მოწყობილი ზიპ-ლაინით. აქ ასევე მოწყობილია სპეციალური „თოკების პარკი“, რაც ეკო-საგანმანათლებლო ობიექტს წარმოადგენს. პარკში 2 ზონაა მოწყობილი, კერძოდ საოჯახო და მოზრდილებისთვის. თუ ბუნებაში დასვენება, ლაშქრობა, მდინარის ცივ წყალში ბანაობა გიყვართ – მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა. პარკში შესვლა უფასოა. არის საპიკნიკე და კარვის გასაშლელი ადგილები;
  • ბეშუმი - მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.მწვანე ტბასთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბეშუმი. ძველი აჭარული არქიტექტურით ნაგები საზაფხულო სახლების გვერდით თანამედროვე კოტეჯის ტიპის სახლების ნახვაც შეგიძლიათ. კურორტი საზაფხულოა. აქ არის უჩვეულოდ სუფთა ჰაერია, წიწვიანი ტყეებით და მდინარეები. კურორტი გამოირჩევა გამაჯანსაღებელი თვისებებით- აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა  და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. თუკი ოდესმე ნისლიან ბეშუმში მოხვდებით, ამ კადრის დავიწყებას ვერ შეძლებთ.  
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია