ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ადგილები, რომელიც აჭარაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

აჭარა ადგილია, სადაც ერთიანდება ზღვა, მთა და საინტერესო ტრადიციები. აქ შეძლებთ მონახულებით უამრავი  ღირსშესანიშნაობა, შექმნათ დაუვიწყარი მოგონებები და აივსოთ დადებითი ემოციებით. გთავაზობთ ჩამონათვალს თუ რა უნდა მოინახულოთ აჭარაში  მოგზაურობის დროს. 

  • ბოტანიკური ბაღი-  სუბტროპიკული ფლორით დამშვენებულ ოაზისი, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ფლორით. ეს  ბუნების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. აქ  შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი და დატკბეთ  ყოველი წამით. 
  • კინტრიშის ეროვნული პარკი- იშვიათი  ფრინველები, შუა საუკუნეების ხიდები, ჩანჩქერები, მარადმწვანე მცენარეები მართლაც ზღაპრულ სამყაროს ქმნის. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ ფეხით, იჯირითოდ ცხენით და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დრო გაატაროთ. 
  • მტირალას ეროვნული პარკი- ყველაზე ნოტიო ადგილი მთელს საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ფლორითა და ეკოტურისტული სერვისებით.  ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ პარკში მოწყობილი ზიპ-ლაინით. აქ ასევე მოწყობილია სპეციალური „თოკების პარკი“, რაც ეკო-საგანმანათლებლო ობიექტს წარმოადგენს. პარკში მოწყობილია ორი ზონა: საოჯახო და მოზრდილებისთვის. 
  • ციხე-ქალაქი პეტრა- მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში და წარმოადგენს არქეოლოგიურ სამოთხეა, სადაც  ნახავთ გვიანდელი ანტიკური ქალაქის ნანგრევებს. ეს შესანიშნავი ადგილია, მათთვის ვისაც სუფთა წყალი, მშვიდი ატმოსფერო და კლდოვანი პლაჟები იზიდავს. აქ მიღებული შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
  • გოდერძის უღელტეხილი- აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.  გოდერძი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გამოირჩევა საოცარი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით, რაც კურორტს მეტ მიმზიდველობას სძენს.
  • კვარიათი- მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, თვალისმომჭრელი  ბუნება, ზღვის თბილი გამჭვირვალე წყალი და მშვიდი ყურე ღვთაებრივ სამყაროს ქმნის. თუ  ოჯახური არდადეგების მოწყობას აპირებთ, კვარიათი ამისთვის საუკეთესო ადგილია.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია