ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარის გამორჩეული ოთხი სეზონი

აჭარაში სტუმრობა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ეს ადგლია სადაც ერთიანდება ზღვა, მთა და საინტერესო ტრადიციები. აქ შეძლებთ მოინახულოთ უამრავი  ღირსშესანიშნაობა, შექმნათ დაუვიწყარი მოგონებები და აივსოთ დადებითი ემოციებით. დამახასიათებელია სუბტროპიკული ჰავა, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, თუმცა ბათუმის ხშირი სტუმარია კოკისპირული წვიმა. შავი ზღვის სანაპირო უფრო ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები, რომლებიც უხვთოვლიანობით გამოირჩევა, თუმცა ბათუმში იშვიათად თოვს და თოვლიც მალევე დნება. 

აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები. მაღალმთიანი რაიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალია 24 დაბლობში და 19oC მაღლობში. ხოლო, ზამთარში ზღვისპირა აჭარაში საშუალო ტემპერატურა 5oC-ია, როცა მაღალმთიან რაიონებში 3oC-მდე აღწევს. 

გაზაფხული 

თბილი და სასიამოვნოა გაზაფხული აჭარაში, ახლადაყვავებული მაგნოლიების სურნელითა და კამელიებით. დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარა გაზაფხულის სეზონზე მართლაც რომ გამორჩეულია. სოფლად ტურიზმის მოყვარელებისათვის შესაძლებელია ჰაიკინგის, კემპინგის, კლდეზე ცოცვის, ღვინის დაყენების და ჭაჭის გამოხდის შესწავლა, სამკურნალო და მინერალური წყლების დაგემოვნება და ა.შ. ბათუმში გაზაფხულის გამორჩეული თვეებად ითვლება: აპრილი და მაისი. გაზაფხულზე განსაკუთრებით მომხიბლავია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, აქ ბოლომდე იგრძნობ წელიწადის ამ მშვენიერი დროის სილამაზე. გაზაფხული ბათუმში საზღვაო სეზონის დასაწყის პერიოდადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ზღვასთან ერთად ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ გემბლინგის ან ეკო ტურიზმის ნაირსახეობებით. გაზაფხულზე რეგულარულად იმართება ბათუმის დელფინების შოუ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის ყველა მის სტუმარს. 

ზაფხული

ზაფხულში აჭარა უამრავ დამსვენებელს იზიდავს ცხელი ამინდებით და შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟი. ამ პერიოდში აჭარა ივსება როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ტურისტებით. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი ბათუმის სანაპირო ზოლი, ისევე როგორც საკურორტო ზონები კვარიათი, სარფი, ჩაქვი და ქობულეთი ცხელ სეზონზე სხვადასხვა გასართობი და ტურისტული ობიეტების სიმრავლით გამოირჩევა. ზაფხულში ბათუმში თითქმის ყველა ტურისტული სახეობით დაკავება შესაძლებელი: 

  • სათამაშო ტურიზმი;
  • ეკო ტურიზმი;
  • სოფლის ტურიზმი;
  • ღვინის ტურიზმი. 
  • ზაფხულში  ბათუმის ყველა ტურისტული ადგილი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს.

შემოდგომა

აჭარაში ვიზიტისათვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომა საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი. შემოდგომაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი ფერთა დღესასწაულია. განსხვავებული ლანდშაფტებით ცნობილი ბაღი ამ დროისთვის ერთდროულად ოქროსფერი საბურველითა და სიმწვანითაა შემოსილი. შემოდგომის ყვავილებსა და ზღვის სილურჯეში დაუვიწყარი პეიზაჟები იშლება. ფეხით თუ ელექტრომობილით შემოდგომის ბაღში გასეირნება სასიამოვნო განწყობით აგავსებთ. ბათუმის ბულვარსა და 6 მაისის პარკში სასეირნოდ საუკეთესო ამინდები გელოდებათ. აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველობილიკები, რომლებიც გარდა პარკებისა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ველოსადგომებს მოიცავს. საუკეთესო პერიოდია შემოდგომა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. შავი ზღვის სანაპირო მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო და მრავალრიცხოვანი დერეფანია. აქ ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი გადამფრენი ფრინველი აღირიცხება, რის გამოც აჭარა მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამე ადგილზეა.

ზამთარი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.ზამთარში შეგიძლიათ ეწვიოთ კურორტ გომარდულსა და გოდერძს. მოთხილამურეთათვის არის სათხილამურო ტრასა და ფუნქციონირებს საბაგირო გზა. აქვე შესაძლებელია თხილამურებისა და სპეცტანსაცმლის ქირაობა. ზამთარი ბათუმში განსაკუთრებული სიმყუდროვით და სიწყნარითაა გამორჩეული, თუმცა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მატულობს ქალაქის სტუმრების რაოდენობაც, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან თუ დედაქალაქიდან სწორედ ახალი წლის შესახვედრად ჩამოდიან. ზამთრის პერიოდი მიმზიდველია MICE ტურიზმით დაიტერესებული პირებისათვის. ქალაქის მდებარეობა, ზღვისპირა ბულვარისა და პარკების სიმყუდროვე საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად საუკეთესო პირობებს ქმნის სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების, საერთაშორისო ფორუმებისა თუ სამეცნიერო ხასიათის კონფერენციების ჩასატარებლად. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია