ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინე ოთხსეზონიანი აჭარა - კულტურული ტურიზმი

კულტურა მოიცავს ყველაფერს, ის ჩვენ გარემოშია, ჩვენი ყოველდღიურობაა.  ალდას ჰაქსლი ამბობდა “კულტურა განსაკუთრებული ცოდნის ერთობლიობას გავს, რომელიც თავს იყრის ერთ საერთო ოჯახში და მისი თითოეული წევრის საკუთრებას წარმოადგენს. როდესაც ჩვენ, დიდი კულტურის ოჯახის წევრები, ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოგონებებს “ ამიტომ ახალი კულტურის შეცნობის ყველაზე საინტერესო მეთოდი არის კულტურული ტურიზმი. როცა ვსაუბრობთ ტურიზმის ამ მიმართულებაზე  არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რამდენი შესაძლებლობა იშლება ჩვენს წინაშე. ბათუმში ჩასვლისას შეგიძლით კულტურული ძეგლების დათვალიერება, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობა, მუზეუმების დათვალიერება და წარსულის შეცნობა, კულტურული მოვლენების გაცნობა, ეროვნული ხელნაკეთობების დათვალიერება და საინტერესო ნივთების შეძენა, რომელიც ამ მოგზაურობისას მიღებული ემოციების სიმბოლოდ იქცევა. ამავდროულად არ უნდა დაგავიწყდეთ და უნდა გაეცნოთ ტრადიციულ კულინარიას და გასინჯოთ ტრადიციული აჭარული კერძები. კულტურულ ტურიზმი სწორედ ამ მიმართულების ერთობლიობაა, რომლებიც დაკავშირებულია ერის ისტორიასთან, კულტურასთან, ეთნოგრაფასთან, მატერიალურ და სულიერ მემკვიდრეობასთან.

აჭარა  თავისი მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ფესტივალებითა და კულტურული ღონისძიებებით ნამდვილი აღმოჩენაა კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის, ხშირად წარმოუდგენელია თუ როგორ შიძლება ერთმა პატარა ადგილმა მოგცეთ ასეთი შესაძლებლობა, რომ  მიიღოთ საინტერესო და დაუვიწყარი ემოცია.  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რათა ბათუმი ფესტივალების ქალაქად გადაიქცეს. შესაბამისად სხვადასხვა  კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრია, რომელის ფარგლებშიც მასპინძლობს მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, აჭარას სტუმრობდნენ: ჯამიროქუაი, მეისი გრეი, პროდიჯი, ქუინსი ჯონსი, სნუუპ დოგი, Maroon 5, Sting, 30 seconds to mars,  Aerosmith, ლორინ ჰილი, ჯო სთოუნი, დე ლა სოული, ერიკა ბადუ და სხვები.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია