ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინე ოთხსეზონიანი აჭარა- სამთო-სათხილამურო ტურიზმი

ზამთარი ახალი ემოციების და თავგადასავლების წყაროა. თუ თვლით, რომ  ზამთარი თქვენი სეზონია და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ აჭარას. აქ  მთების საშუალო სიმაღლე 2000-2500 მეტრია, შედარებით ცივი და ხანგრძლივი ზამთარია და გრილი და ხანმოკლე ზაფხული. 

დღეს მაღალმთიან აჭარაში იქმნება უამრავი სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელსაც აქვს სამკურნალო-რეკრეაციული დანიშნულება  და წლის ოთხივე სეზონისთვისაა გათვალისწინებული. 
აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“, რომელიც შავ ზღვასთან სიახლოვის გამო გამოირჩევა უხვი ნალექით, რაც კურორტს მეტ მიმზიდველობას სძენს.  გოდერძი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გამოირჩევა საოცარი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით.

ზამთრის სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. თუმცა სრიალისთვის საუკეთესო დრო იანვარი - თებერვალია, რადგან ამ დროს ყველაზე მაღალი ხარისხის და სისქის თოვლია. გოდერძი დამსვენებლებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. აქვე ახლოსაა  სოფელი ბეშუმი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აქ არის კარგად აღჭურვილი სასრიალო ტრასები, თავისუფალი სრიალის მოყვარულთათვის ალპური ფერდობები, წიწვონანი ტყეები, ასევე საზაფხულო სოფლებში სრიალის შესაძლებლობა. უხვი ნალექის და ხარისხიანი თოვლის დახმარებით იქმნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სათხილამურო სეზონი საქართველოში. ასე რომ აუცილებლად ეწვიეთ გოდერძის კურორტს, რათა შეიგრძნოთ ზამთრის სეზონი აჭარაში. 

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია