ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინეთ ალპური აჭარა

აჭარა თავის მრავალფეროვანი ბუნებით და კონტრასტული ლანდშაფტებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. ის ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ყველა გემოვნების და მოთხოვნილების ადამიანი იპოვის თავისთვის სასურველ ადგილს, ზღვის სანაპიროზე თუ მაღალმთიანეთში.
აჭარაში სტუმრობისას, წლის ნებისმიერ სეზონზე განსხვავებული შეგრძნებები გელოდებათ. ვისაც სიცხე არ უყვარს, დასვენების დღეები შეუძლია აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე კურორტებზე, სუფთა ჰაერზე, წიწვოვანი ტყეების სიგრილეში გაატაროს.
სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში საოცარ ტურისტული მარშრუტებს სთავაზობს. ტურებში თქვენ შეგხვდებათ: ულამაზეს ტბები, ჩანჩქერები, ციხეები და იაილები.

  • ბეშუმი

მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.
კურორტი ბეშუმი საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც გარდა ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან თავის დაღწევისა, ჯანმრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარება სურს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი.
ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, მდიდარი ბუნებრივი გარემო. კურორტის შემოგარენი, წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყაროები ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდაც.
მთის ფერდობზე განლაგებული ხის კოტეჯები, კურორტს ავთენტურ იერსახეს უნარჩუნებს. კურორტზე ბევრი საპიკნიკე და საკარვე ადგილია, ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების მოწყობა. მათთვის, ვისაც ფეხით სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის ახლოდან ნახვა აინტერესებს, მსგავსი ალპური ადგილების მონახულება იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
საკურორტო სეზონი: ივნისიდან სექტემბრამდე.

  • ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი

ალპური  მარშრუტი ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი იწყება ჩირუხის იაილებიდან , რომელიც ბათუმიდან  92 კილომეტრითაა დაშორებული. მარშრუტი მიუყვება ალპურ ზონას და  სრულდება გოდერძის მაღალმთიან უღელტეხილზე, (2025 მ. ზღვის დონიდან) ხულოს მუნიციპალიტეტში
მარშრუტის დასაწყისშივე იშლება მთებისა და  ალპური საძოვრების პანორამული ხედები მემთეურების ხის პატარა  სახლებით(რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი). აქაურ საოჯახო სასტუმროებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების, სამზარეულოს, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად.
ჩირუხის იაილებზე შეგხვდებათ  ჩირუხის ტბა და ჩანჩქერი ჯინალი. მარშრუტი გრძელდება  ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნახავთ ყარაგოლის ტბას, შუამთის ტბებსა და ალპურ მდელოებს. ხიხანის ციხის მონახულებამდე, ღამის გათევა შეგიძლიათ  მიმდებარე სოფლებში- ბაკიბაკო ან ხიხაძირი.
მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ხიხანის ციხეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის ისტორიაში. ის ზღვის დონიდან 2216 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.
მარშრუტი სრულდება გოდერძის უღელტეხილზე (ზღვის დონიდან 2025 მ.), სადაც შეგიძლიათ ნახოთ მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბაღი.
აქტივობები:არვების გაშლა, კოცონის დანთება, პიკნიკი, ღირშესანიშნაობების მონახულება.

 

 

  • გოდერძის ალპური ბაღი

გოდერძის ალპური ბაღი - მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარა თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე.
ალპურ ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას, ბევრ საინტერესო რამეს იხილავთ. აქ თითქმის 10 ჰექტარზეა თავმოყრილი აჭარის სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი ველურად მოზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარე და ჰაბიტატის მრავალფეროვნება. აქვეა მოწყობილი ალპური ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროექტი- ქვის ბაღი , სადაც 4000 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებია წარმოდგენილი.
ბაღის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ალპურ ბაღში, მის დოკუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისათვის, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის.
ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულია აჭარის რეგიონში მეფუტკრეობის ტრადიციების სადემონსტრაციო სახლი, სკები და სპეციალური აღჭურვილობა. აჭარის მთიან სოფლებში შემორჩენილია თაფლის წარმოების უნიკალური ტრადიცია - ჯარას ველური თაფლი. მსოფლიოში ცოტა ადგილია, სადაც ადამიანი ველური ფუტკრების მიერ დამზადებულ თაფლს იყენებს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.
აქტივობებეი: კარვების გაშლა, პიკნიკი.

  • თხილვანა 

თხილვანა — სოფელი და თემის ცენტრი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთით, მდინარე ხიხანისწყლის (სხალთის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1440 მეტრზე. 
სწორედ აქ აჭარის მთავარი ისტორიული ღირშესანიშნაობის- ხიხანის ციხის ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს.
თხილვანის იაილები გამოირჩევა განსაკუთრებული მდებარეობით და ულამაზესი ხედებით. იქვე   ცნობილი შუამთის ტბებია განლაგებული, რომლის ირგვლივ მემთეურების პატარ-პატარა ხის სახლები დგას. განსაკუთრებულ იდუმალებას ამ ადგილს ანიჭებს ნისლი, რომელიც საკმაოდ ხშირია.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია