ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინეთ ოთხსეზონიანი აჭარა - ეკო ტურიზმი

წლების მანძილზე საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე ტურისტებისთვის მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან ასოცირდებოდა. დღეს აჭარა საზღვაო კურორტებთან ერთად ზაფხულისა და ზამთრის მთიანი კურორტებით, ულამაზესი ბუნებითა და ეროვნული პარკებით მდიდარი კუთხეა. 

ეკო ტურიზმი
ეკო ტურიზმი აჭარაში ტურიზმის  ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა. უცხოელი ტურისტების დიდ ნაწილს აჭარაში  სწორედ ეკოტურიზმი იზიდავს. აჭარის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე ეკოტუზმის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ჰქმნის. მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე 4 დაცული ტერიტორიაა: კინტრიშის დაცული ტერიტორია, მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და მაჭახელას ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია. მათი მრავალფეროვნება ნათლად მეტყველებს რეგიონში  ეკოტურიზმის  უდიდესი პოტენციალის არსებობაზე. 

  • კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის ტერიტორიაზე მაღალი ტენიანობის ჰავას წარმოქმნის, ჰავა კი აქ წარმოდგენილი უნიკალური ფლორისტული მრავალფეროვნების განმსაზღვრელი ფაქტორია.
კინტრიშის დაცული ტერიტორიების ულამაზესი ლანდშაფტები წარმდგენილია: მთიანი რელიეფით, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაცი ხეობებით, მცირე ზომის ღელეებითა და ვიწრო ხევებით დასერილი ტერიტორიით.
ადგილობრივი ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია მრავალი საქართველოს, კავკასიისა და აჭარის ლოკალური ენედემებისა და რელიქტური სახეობებით.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების დაახლოებით 80 % ტყითაა დაფარული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის, ყველაზე დიდი ტყით დაფარული ფართობია.
კინტრიშის ტყეს ახასიათებს აჭარული ენდემების სიმრავლე.
ქვეტყე წარმოდგენილია კოლხური ტიპის მარადმწვანე ბუჩქებითა და გვიმრებით.
კინტრიშის ტერიტორიაზე ბოტანიკოსების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: მარადმწვანე შქერიანები - პონტოური შქერის, კავკასიური დეკის, მოცვის, წყავის და იელის ბუჩქები. ეს ბუჩქნარი მთებში, არყნარებისა და პონტოს მუხებს ქვეშ, ალპური და სუბალპური ზონების საზღვართან იზრდება.

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნების ნახვა და კიდევ ერთი თავგადასავლის შეიქმნა, სალაშქრო ტურების მოწყობა - კინტრიშის ეროვნულ პარკი თქვენ გელოდებათ.

ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: "თამარის თაღოვანი ხიდის" ერთდღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.

  • მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის. ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი - სოფელ ჩაქვისთავში (ჩაქვიდან 15 კმ-ში).
ამავე სახელწოდების მთა, რომელზეც პარკი მდებარეობს, აღმართულია ზღვის დონიდან 1761 მეტრზე. ეს ადგილი ითვლება ყველაზე ტენიან ადგილად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, ვინაიდან მისი ხშირი სტუმარია წვიმა და სქელი ნისლი. სწორედ ამ მიზეზით ეწოდა მთას სახელი – „მტირალა“.
მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმულ ბაგირზე სრიალი შეუძლიათ. 
ასევე, პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზრდილებისთვის. 
მტირალას ეროვნული პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ორდღიანი ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.
მტირალას თავისი ღირსშესანიშნაობები აქვს, რომლებიც უნდა ინახულოთ. მშვენიერი მთის ტბა და წაბლნარის ჩანჩქერი.

 

 

  • მაჭახელას ეროვნული პარკები

მაჭახელას ეროვნული პარკი განთავსებულია მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ბათუმიდან 30 კილომეტრის დაშორებით. პარკი 2012 წელს შეიქმნა და 8 733 ჰა-ზეა გადაშლილი, მისი 95 % ტყით არის დაფარული.

აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ მე-12 საუკუნის ისტორიული ხიდი, ციხესიმაგრეების ნანგრევები, ჩანჩქერი, სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბრაზურა, მეექვსე საუკუნით დათარიღებული გვარას ციხე. 
მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე

  • ისპანის ჭაობი

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.

ისპანის იშვიათი ტორფნარი, იგივე ისპანი II ერთი შეხედვით ტბას ჰგავს, რომელიც დაფარულია 25-45 სმ სისქის სფაგნუმით - მსოლიოში იშვიათი თეთრი ხავსით. წყალი, სფაგნუმთან ერთად ქმნის გლუვ გუმბათს, რომელიც მოქმედებვს როგორც ღრუბელი და არასდროს იფარება წყლით. სფაგნულს შეუძლია საკუთარ წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. სწორედ ისპანის ჭაობების მრავალფეროვანი სფაგნუმი იცავს ქობულეთს წყალდიდობებისგან.

ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქნის ციკლში. ისპანის ტორფნარი ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს. სფაგნუმის ხავსი ღრუბელივით ისრუტავს წყალს, რის გამოც მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო - სამეცნიერო ტურები. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

თუ კარგად დააკვირდებით და თუ ბედიც გაგიღიმებთ, ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს შენიშნავთ, ასევე ეს ადგილები იშვიათი ჭაობის კუს სახლიცაა. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია