ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინეთ ოთხსეზონიანი აჭარა - ღვინის ტურიზმი

ღვინის ტურიზმი

საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს. როგორც ამბობენ ვაზი და ადამიანი საქართველოს მიწაზე ერთ დროს გაჩნდნენ და დღემდე ერთმანეთს აცოცხლებენ, სწორედ ეს ურთიერთდამოკიდებულება ქმნის უნიკალურ ქართულ ღვინოს, რომელიც აერთიანებს:ქართველი ერის ისტორიას, კულტურა და ცხოვრების წესს. ის სტუმარმასპინძლობის, მეგობრობის და დღეგრძელობის საიდუმლოა. 
NESCO– ს მიერ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია აღიარებულ იქნა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა. მდიდარი   სამზარეულოსა და უნიკალური ადგილობრივი ღვინის სახეობების აღმოსაჩენად მაღალმთიანი აჭარის ღვინის მარშრუტი წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია.  აჭარაში მევენახეობა უძველესი დროიდან კარგად იყო განვითარებული და ადგილობრივ ვაზის ჯიშთა რაოდენობა 80 ერთეულს აღწევდა. რეგიონში ჩამოყალიბდა და დღემდე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმწიფისა და შეფერილობის მქონე აბორიგენული და ინტროდუქცირებული ვაზის 50 -ზე მეტი ჯიში. აჭარაში იწარმოება ღვინის ისეთი  უნიკალური სახეობები, როგორებიცაა „ქედის ცოლიკაური“ და „ჩხავერი“. დღეისათვის აჭარაში ვენახების საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის ცოლიკაურის ვენახი 70 %, ჩხავერი 8 %, დანარჩენი 22 % წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და ინტროდუქცირებული ვაზის ჯიშებით.

აჭარაში მევენახეობის ისტორიულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ წარმოებული ღვინოები "ცოლიკაური" და "ჩხავერი" დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში.

 

 

ჩხავერი - ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლისგან დამზადებული ღვინო ვარდისფერი ელვარებით და ნაზი არომატით გამოირჩევა. იძლევა მაღალხარისხოვან საღვინე მასალას. "ჩხავერი" არის ღია ჩალისფერი ღვინო ვარდისფერი ელვარებით, მეტად ნაზი, ჰარმონიულა ბუკეტით და გამოირჩევა ჯიშური არომატით. გამოიყენება შუშხუნა ღვინოების დასამზადებლადაც. რთველობას იწყებს გვიან, ნოემბრის მეორე ნახევრიდან.
ცოლიკაური -  თეთრყურძნიანი  ვაზის საღვინე ჯიში , რომლისგან მზადდება სუფრის ღვინო ცოლიკაური. ივითარებს საშუალო ზომის კონუსურ ან განიერკონუსურ, მომრგვალომარცვლიან მტევანს. გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, ღვინის მაღალი ხარისხით, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით, გარემოსადმი კარგი შეგუების უნარით. ის სამრეწველო ჯიშია, მისგან ამზადებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს. ცოლიკაურს, როგორც უძველეს ქართულ ჯიშს, აქვს მრავალი ვარიაცია და კლონი.

მევენახეობის გარდა, ქედა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ღვინის ტური მაღალმთიან აჭარაში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ საოჯახო მარნები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები, ასევე გაეცნოთ მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს,  შეიძინონ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე  მონაწილეობა მიიღონ  რთველში.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია