ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინეთ ოთხსეზონიანი აჭარა - ღვინის ტურიზმი

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს საფუძველს, რომ ღვინის ტურიზმის განვავითაროთ. საქართვლოში მეღვინეობა - მევენახეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს, მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია. UNESCO–ს მიერ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია აღიარებულია მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას აჭარა წარმოადგენს. აჭარის მასშტაბით მევენახეობა განსაკუთრებით განვითარებულია ქედის მუნიციპალიტეტში. აქ წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია:

  • "ქედის ცოლიკაური" - თეთრყურძნიანი საგვიანო სიმწიფის საღვინე ვაზის ჯიში. იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს. 
  • "ჩხავერი"- ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში, რომლისგან დამზადებული ღვინო ვარდისფერი ელვარებით და ნაზი არომატით გამოირჩევა. იძლევა მაღალხარისხოვან საღვინე მასალას. 

ღვინის ტურიზმში მნიშვნელოვან კომპონენტს ღვინის ტურები წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ვენახები, შეისწავლოთ ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს აჭარაში ყველაზე მეტად სწორედ ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ და ასევე შესაძლებლობა, რომ გაეცნოთ მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია