ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ახალი წელი აჭარაში

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს უმეტესად თანამედროვე ტრადიციებით აღნიშნავენ, თუმცა ყველა კუთხეს თავისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტრადიციები გააჩნია. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, რამდენიმე უძველეს აჭარულ საახალწლო ტრადიციაზე, მაშ ასე დავიწყოთ:

  • ძველი ტრადიციის მიხედვით ახალი წლის დადგომამდე ოჯახში აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ წლის განმავლობაში სხვისთვის მიცემული სხვადასხვა ნივთი თუ გასესხებული ფული. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათითადრე, მისაღებ ოთახში შემოჰყავდათ ფერადი ნივთებით მორთული მამალი ცხვარი, რომელიც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ღამის 12 საათზე სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულის ნიშნად, მამაკაცი გარეთ გამოდიოდა და ჰაერში თოფს ისროდა, დილით კი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რაც საქონლის სიმრავლის უწყვეტობასთან იყო გაიგივებული. ამ დროს ოჯახის დიასახლისი ეზოში გადიოდა და შინ წყლით სავსე დოქი შემოჰქონდა, რომელსაც ოთახში მოაპკურებდა. 
  • მთელი წლის მანძილზე სიტკბოსა და სიუხვის დასაბედებლად, დიასახლისს ოთახების ყველა კუთხეში ერთმანეთში არეული ბრინჯი და შაქარი უნდა მოებნია. დიასახლისს აუცილებლად წითელი ფერის კაბა უნდა სცმოდა, რაც უძველესი აჭარული ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც პატარძალი/დედოფალი – წითელი კაბით იმოსებოდა. ახალი წლის მეორე დღეს კი წესად იყო და დღემდე რჩება ნათესავებთან სტუმრად წასვლა.
  • ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას ქრისტიანული სიმღერით ულოცავდნენ:
    „შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
    გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
    იმისი მადლით იყავით
    პურით და ღვინით ავსილი.“ 
  • აჭარაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (მეკვლეობას).  „უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის ფერხობას. დილით ბავშვებს ჭიშკართან აჩერებდნენ და ავალებდნენ, რომ უცხო არ შემოეშვათ, ანუ იმათ ვისი ფეხიც დაცდილი არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა ახალ წელს“- ამბობს ეთნოლოგი ინეზა ზოიძე.
  • საახალწლო სუფრაზე ტრადიციული აჭარული კერძები თავსდებოდა: ხარჩო, ხალვა, ნიგვზიან-თაფლიანი ნამცხვარი და აჭარული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი – “მოხარშული სიმინდი”.  ეთნოლოგი ინეზა ზოიძე ამბობს- „რახან სიმინდი ხარშვისას მოცულობაში მატულობს, იგი ოჯახში მატებასთან ასოცირდებოდა, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია აჭარის სოფლებში”. 
  • თოვლის ბაბუა, ისევე როგორც ნაძვის ხის მორთვა, ზემო აჭარაში გვიან დამკვიდდრა, როგორც ტრადიცია. „ეს ტრადიციები დაახლოებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში 70-80-იან წლებში დამკვიდრდა და 90-იანებში უფრო აქტიური სახე მიეცა. ძველად აჭარაში არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ თოვლის ბაბუას რაიმე განსაკუთრებული როლი ენიჭებოდეს, ასეთი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პიროვნებას, რომელიც ამ ოჯახს უფერხებდა, ანუ მეკვლეს“- ამბობს ეთნოლოგი ინეზა ზოიძე.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია