ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმელი ქალის შეხვედრა ნიკოს კაზანძაკისთან

ბათუმი დაარსების დღიდან უამრავი განსხვავებული პროფესიის, ინტერესის თუ 
სოციალური სტატუსით გამორჩეული ადამიანს იზიდავდა. ზოგი მათგანი ბათუმს რამდენიმე დღე ან თვე სტუმრობდა, მაგრამ ზღვისპირა ეს პატარა ქალაქი მათზე წარუშლელ კვალს ტოვებდა. ვიზიტორებს შორის უამრავი საინტერესო პიროვნება მოიძებნება, ერთ-ერთი მათგანი თანამედროვე ბერძნული პროზის საუკეთესო წარმომადგენელი ნიკოს კაზანძაკისია. ის თანამედროვე ბერძნული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, რომელიც ნობელის პრემიაზე  ცხრაჯერ იყო წარდგენილი. 
კაზანძაკისი ავტორია რომანებისა: „ალექსი ზორბასის ცხოვრება“ (1946), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948), „კაპიტანი მიხალისი“ (1950) და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1955). მას ასევე დაწერილი აქვს მრავალი პიესა, მემუარული თხზულება და ფილოსოფიური ესე. 

კაზანძაკისი ბათუმს პირველად 1919 წელს ეწვია. მას საგანგებო მისია ჰქონდა, დამოუკიდებელ საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოში მცხოვრები ბერძენი ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმში პირველი ვიზიტისას მან მხოლოდ ორი კვირა გაატარა. ეს პერიოდი კი საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის და ბარბარე ნიკოლოზის ასულისთვის, რომელთან რომანიც აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში „აღსარება გრეკოსთან“. წიგნის ერთ თავს, სადაც აღწერს ბათუმელ ქალთან შეხვედრას, „კავკასია“ უწოდა. 1927 და 1928 წლებში  ტურისტად იმყოფებოდა და თავისი თავგადასავლები აღწერა წიგნში: „რუსული დღიური“ და „აღსარება გრეკოსთან“. 

 

 

„არასდროს შემხვედრია უფრო ლამაზი ქალი. არა, ლამაზი კი არა, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ იტევენ სიტყვები – თვალები მწვანე, მომნუსხველი და საშიში, და ვითარცა გველის, ხმა ოდნავ ხრიწიანი, სავსე დაპირებებით, უარყოფით და სიტკბოთი. ვუცქერდი და ვფიქრობდი: ეს წუთი აღარასოდეს განმეორდება. ამ ქალს ვეღარასოდეს შევხვდები. მილიარდობით წლებმა იღვაწეს, ურიცხვმა თავგადასავლებმა, შემთხვევებმა, ბედისწერამ, რომ შობილიყო ეს ქალი და ეს კაცი და ერთმანეთს შეხვედროდნენ კავკასიის ერთ სანაპიროზე, ამ არაბული ლერწმებით მორთულ ეზოში. რა ვქნათ, გავუშვათ ეს ღვთაებრივი წამი?
ქალი შემობრუნდა, მილულა თვალები.
– ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მითხრა, გინდა გავიქცეთ?
ავცახცახდი, რასაც ვნატრობდი და თქმას ვერ ვბედავდი, ქალმა გაბედა და თქვა.
– გავიქცეთ! ვუთხარი, სად წავიდეთ?
– სადმე შორს აქედან, მომბეზრდა ჩემი ქმარი, აქ ვიხრჩობი, ვჭკნები, მენანება ჩემი სხეული ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მენანება, მოდი გავიქცეთ.
– და მერე მოვალეობა ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემსგან რომ ელის შველას?
ქალმა თავი გადააქნია, შეიხსნა ოქროსფერი ბაფთა თმებზე, ჩამოეშალა ოქროსფერი ქერა თმები მხრებზე, ტუჩები მოკუმა ჯიუტად.
– მოვალეობა! თქვა სარკასტულად. ერთი რამ ისწავლე ჩემგან, ერთი მოვალეობა გაკისრია: ნუ მისცემ საშუალებას, რომ ბედნიერება გაგექცეს. ხელი სტაცე თმაში. მტაცე ხელი თმაში, ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ვერავინ გვხედავს.
ვუცქერდი ზღვას. მხოლოდ დემონები იბრძოდნენ ჩემში. არც ერთი ანგელოსი. ბედისწერა ჩამსაფრებოდა და მელოდა. გავიდა ხანი. წამოფრინდა ქალი მთლად ფერგამკრთალი.მორჩა!  – მითხრა, – არ დამთანხმდი მაშინვე, აწონ-დაწონე სარგებელი და დანაკარგი, მორჩა! ახლა რომ მოინდომო, მე აღარ დაგთანხმდები“. [წიგნიდან „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“.]

ისტორია დასრულდა, მაგრამ მოგონებები მთელი ცხოვრების განმავლობაში თან დასდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. თავის ბოლო ნაწარმოებში ნიკოს კაზანძაკისი წერს: 

„ათასი წლის შემდეგ, გაუხარელი სიბერის ჟამს, ვხუჭავ თვალებს და კვლავ იზრდებიან არაბული ლერწმები, ეხეთქება შავი ზღვა ჩემს საფეთქლებს, მოდის ბარბარე ნიკოლოზის ასული და დამიჯდება წინ, სკამზე კი არა, ფეხმორთხმული, თეთრ კენჭებზე: ვუცქერ, ვუცქერ და ვფიქრობ: ნეტავ, სწორად მოვიქეცი, რომ არ ვსტაცე ღვთაებრივ წამს ხელი თმაში?!“ 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია