ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი - ქალაქი სადაც სიყვარულია

მოგზაურობა ყოველთვის კავშირშია ახალ გამოწვევასთან, საინტერესო თავგადასავალსა და უამრავ დაუვიწყარ ემოციასთან. თუ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ და ვერ გადაწყვიტეთ გეზი საით აიღოთ, დროა არჩევანი ბათუმზე შეაჩერო. თქვენ წინაშეა  ბუნება, რომელიც სიყვარულის ენით საუბრობს, წვიმა, რომელიც სიცოცხლით გავსებთ, საინტერესო ქუჩები და ადამიანები თავისი გამორჩეული ისტორიებით. წარმოგიდგენთ უამრავი  რომანტიკულ ადგილის, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ: 

  • ალი და ნინოს სკულპტურა- სიყვარულის ისტორია, ყოველთვის ემოციურია და ადამიანებში განსხვავებული შეგრძნებების  ჯაჭვს იწვევს. ყურბან საიდის პოპულარული რომანის გმირები - ალი და ნინო მარადიულ სიყვარულს განასახიერებენ, რომელიც  შესანიშნავადაა გადმოცემული მოძრავ ძეგლში. 8 მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისაგან დამზადებული ფიგურები, ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან, შემდეგ კი კვლავ შორდებიან. ეს  სანახაობა ამაღელვებელია და დაუვიწყარ ემოციას გჩუქნით. 
  • პანორამული ბორბალი- ახალი ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი  და ბათუმის  ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილია. 55 მეტრი სიმაღლის პანორამული ბორბალი არის საშუალება დაათვალიერო ბათუმი ზემოდან. ბორბლის უმაღლეს წერტილში აღმოჩენისას კი შეგიძლით დატკბეთ სასიამოვნო შეგრძნებით, ჩაიფიქროთ სურვილი  საყვარელ ადამიანთან ერთად, და თავი კინო გმირად წარმოიდგინოთ. 
  • ოცნების სვეტი -  ახალ ბულვარში ზღვის კენჭებით დახაზულია ბილიკი, რომელსაც უნდა გაყვეთ ოცნების სვეტამდე. თუმცა გასავლელი გზა არც ისე მარტივია, რადგან იგი ლაბირინთის ფორმისაა. ის ვინც ლაბირინთს წარმატებით გაივლის და ოცნების სვეტთან მივა აუცილებლად აუხდება სვეტთან ჩაფიქრებული სურვილი. 
  • მოცეკვავე შადრევანი - საინტერესო სანახაობა, რომლითაც შეგიძლით დატკბეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ღამის ბურუსში, სასიამოვნო მუსიკის ფონზე, მომაჯადოვებელი და ბრჭყვიალა ლაზერული შოუს უყუტო და აჩუქო საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს საინტერესო მოგონება. 
  • ბათუმის სანაპირო - მოგზაურობა უამრავ თავგადასავალს გჩუქნით, რაც ხშირად იწვევს ემოციურ დაღლილობას, ამიტომ საჭიროა საყვარელ ადამიანს ჩაჰკიდოთ ხელი და ერთად გაუყვეთ სანაპირო ზოლს, მოისმინოთ ზღვის ტალღების ხმა და დატკბეთ მზის ჩასვლის საოცარი ხედით. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია