ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი მეტი ვიდრე შავი ზღვის კურორტი

ბათუმის ისტორია ხანგრძლივი და მრავალფეროვანია. ქალაქი მრავალი საუკუნის განმავლობაში იცვლებოდა და  ვითარდებოდა. მისი განვითარების ტემპი აღფრთოვანებას იწვევს. ამ ლამაზი ზღვისპირა ქალაქის  ვიზიტისას მუდმივად გაოცებული რჩები და განსხვავებულ ემოციას იღებ. წარმოგიდგენთ ბათუმის საინტერესო მხარეს, რომელსაც უნდა გეცნოთ. 

  • ძველი ქალაქის იდუმალება- ბათუმი იმაზე მეტია ვიდრე საზღვაო კურორტი.  პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქალაქია ულამაზესი ბილიკებით და ძველი სახლებით. ქუჩებში სეირნობისას თქვენ ნახავთ პატარა სახლებს, ძველებურ ეზოებს სადაც მუდმივად ხალხია შეკრებილი, რომელებიც ერთად სასიამოვნო დროს ატარებენ. ყველა პატარა სასურსათო მაღაზიაში შესვლისას გაოცებული დარჩებით, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველა სიყვერულით გხვდება.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი სწრაფად იცვლება, ის მაინც ინარჩუნებს მშვიდ ატმოსფეროს. 
     
  • ქუჩის მხატვრობა- ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად შეამჩნევთ სხვადასხვა თემატიკის, ფორმის და ზომის კედლის ნახატებსა და წარწერებს. ასეთი ადგილები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში ასევე ტურისტებშიც. Სწორედ ამიტომ  2013 წლიდან ყოველწლიური ფესტივალიც ტარდება, რომელიც ქართველ და უცხოელ ქუჩის მხატვრებს მასპინძლობს. 

      

  • ადგილობრივი ბაზარი- დროის ნებიმსიერ მონაკვეთში ადამიანებით სავსე ადგილი, სადაც იყიდება სახლში დამზადებული პროდუქტები, სანელებლები და ადგილობრივი კერძები. ყველაფერი ისეთი სუფთა და არომატულია, რომ მათი დაგემოვნებისგან თავს ვერ შეიკავებთ. 
     
  • აჭარის გამორჩეული ხედები- ულამაზესი მთები,  აყვავებული ტყეები, ველური მდინარეები, ჩანჩქერები და საუკუნეების წინ აშენებული ქვის ხიდები აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სრულიად განსხვავებული სამყაროა, რომელიც ბათუმთან ახლოს მდებარეობს. აქ ვიზიტისას გეუფლება შეგრძნება, რომ  წარსულში მოგზაურობ და სამყაროს მიუწვდომელ ადგილებს პოულობ. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია