ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი - ზღვისპირა ქალაქი

ბათუმი თავისი განსაკუთრებული და ზღაპრული ბუნებით გამოირჩევა. ის თავისი მიმზიდველი გარემოთი და დაუვიწყარი ემოციებით, დაუვიწყარ ემოციებს გჩუქნით, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ .დღევანდელი ბათუმი სახე თანამედროვე არქიტექტურა და მრავალფეროვანი ისტორიის ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც წარსულისა და მომავალს აერთიანებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიული ფაქტები და ინფორმაცია, რომლის ცოდნა, ბათუმის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. 

  • ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში.
  • “ბათუმი“ ეტიმოლოგიურად ბერძნული სიტყვიდან  „ბათუსი“ (Bathus) მომდინარეობს, რაც ნიშნავს ღრმას. სახელის მნიშვნელობა და მისი წარმომავლობა გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ქალაქი. კონკრეტული  სახელწოდება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ბათუმი გამოირჩევა შავ ზღვაში ღრმა და მოსახერხებელი ყურით. 
  • ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე.  
  • ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ბათუმის ფართობი შეადგენს 6494,31 ჰექტარს. ფართობის მიხედვით ბათუმი საქართველოში მესამე ქალაქია. 
  • ბათუმის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ახასიათებს თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, იანვარში — 7,1;°C, აგვისტოში — 23,2;°C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. 
  • ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა, რომელიც ამჟამად ბათუმის პარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. მცენარეულობის სიმდიდრითა და სიმრავლით გამოირჩევა ბათუმის ბოტანიკური ბაღი.
  • ბათუმი თბილისის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქალაქია საქართველოში. მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 6%-ს. ეკონომიკის წამყვანი დარგებია მშენებლობა და საშენი მსალების წარმოება, ვაჭრობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები.
  • ბათუმი ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტია. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია