ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

თუ დაიღალეთ ყოველდღიურობისგან, რომელიც ნელ-ნელა ერთფეროვან და მოსაბეზრებელ რეალობას ემსგავსება, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ სუბტროპიკული ფლორით დამშვენებულ ოაზისს, რომელიც ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ულამაზესი ფლორა და სუფთა ჰაერი ქმნის ბოტანიკური ბაღის საუცხოო გარემოს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების სილამაზით და გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან. ტერიტორია მოიცავს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე 1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლს. ვრცელდება ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე. ბაღის ფართობი შეადგენს 113 ჰექტარს, რომელიც შორეულ წარსულში დაფარული იყო კოლხური ტიპის ტყით და მარადმწვანე ქვეტყით.მისი შექმნის ისტორია იწყება 1912 წლის 3 ნოემბრიდან  და უკავშირდება ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორ, ანდრია კრასნოვის სახელს. დღეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია მოიცავს სამ დენდროპარკს, კოლხეთის ტყის ნაკრძალს და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებას. ესენია: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს. 

ბაღი თავისი  მნიშვნელობიდან გამომდინარე, 1998 წლიდან  მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI)  წევრის სტატუსს ატარებს. მას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 140-ზე მეტი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღთან, უნივერსიტეტსა  და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. გამოირჩევა უდიდესი სამეცნიერო ბიბლიოთეკით და მრავალფეროვანი ჰერბარიუმით.

ამ ადგილს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რადგან აქ თანაარსებობს განსხვავებული კლიმატის და ლანდშაფტის ზონიდან აღებული მცენარეთა სახეობები. გვხვდება ვარდის 107 კულტურული ფორმა და ფიქსირდება იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში. ასევე, პალმისებრი ნეკერჩხლის 20 ფორმა და მაგნოლიის 15 სახეობა. ბაღში კარგად ხარობს კანარის ფინიკის პალმა და იაპონური საკურა. ეს არის ბუნებისა და მცენარეების მოყვარულთათვის იდეალური ადგილი, სადაც  შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, გაშალოთ კარავი და დატკბეთ აქ გატარებული ყოველი წამით.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია