ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დელფინარიუმი, ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ჟრიამულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინების საოცარ წარმოდგენა. თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე საინტერესო ნომერს, ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს და მრავალ შთამბეჭდავ ნომერს.  

დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს.  ბათუმის აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივითა კვლავ გაიხსნა და იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. 

                                                                

თავდაპირველად დელფინარიუმში წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. მნახველებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ინდოეთის ოკეანის მობინადრე გიგანტური კუ-„ცრუ კარეტა“ახდენდა, რომელიც დაახლოებით 100 კგს იწონიდა. დეკორატიული თევზების მრავალფეროვნება მნახველთა აღტაცებას იწვევდა. აკვარიუმში მტკნარი წყლების, სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 60–მდე სახეობა ბინადრობდა. ამჟამად წარმოდგენილია შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი წარმომადგენელი,  დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობა, როგორებიცაა: ზღვის კატა, ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. შეუძლებელია აქ ვიზიტისას და ამ ბინადართა ნახვისას განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა არ დაებადოთ.  

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია