ნებისმიერი ქალაქის ისტორიაზე არქიტექტურა ბევრ რამეს გვეუბნება. ბათუმის სანაპიროს გასწვრივ გაერთიანებულია თანამედროვე და ძველი ქალაქის კლასიკურ არქიტექტურა. აქ შეხვდებით როგორც წინა საუკუნეებში აშენებული ნაგებობების ნაირსახეობას, ისე თანამედროვეობის ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს. მრავალფეროვნება ბათუმს მეტ ხიბლს სძენს და დამთვარიელებელს გულგრილს არ ტოვებს.
გამორჩეული არქიტექტურის მქონე ბათუმის ტურისტული ადგილების რიცხვს კაფე „რვაფეხა” აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ. ზღვის ამ უცნაური ბინადრის ფორმის ფერადი მოზაიკებით გაწყობილი შენობა ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად გახსნის დღიდან იქცა. კაფეს სინამდვილეში „ფანტაზია” ჰქვია, თუმცა მისი ვიზუალიდან გამომდინარე ყველა „რვაფეხას” ეძახის.
შენობას მხოლოდ კაფეს დანიშნულება არ აქვს, ის ქანდაკებაც არის. „რვაფეხა” ბათუმის ბულვარში მდებარეობს და 1975 წელს აშენდა. კონსტრუქციას რკინის კარკასი აქვს და სხვადასხვა ფერის მოზაიკით და სმალტითაა გაწყობილი. მოზაიკებითაა მორთული რვაფეხაზე განთავსებული სხვა ზღვის ბინადრებიც. მათ შორისაა დელფინებიც, რომლებიც ბათუმის სიმბოლოს წარმოადგენს.
ღირსშესანიშნაობა, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის რესკონსტრუირებულ კოშკზე. საათი სპეციალური მექანიზმითაა აღჭურვილი, რომელიც რეალური დროის ჩვენების პარალელურად, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ასტრონომიული ინფორმაცია, როგორიცაა მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგება. ასევე, ის უჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, მთვარის ასაკსა და მთვარის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო.
იმის მიუხედავად, რომ ბათუმში თეატრალური წარმოდგენები 1879 წლიდან იდგმებოდა და 1884 წლიდან თეატრის შენობაც უკვე არსებობდა, ბათუმის დღევანდელი თეატრის შენობა საზეიმოდ 1952 წელს გაიხნა. 1959 წლიდან თეატრი ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და მაყურებლებს დაუვიწყარ სპექტაკლებს ჩუქნის. მის სცენაზე აღიზარდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: მიხეილ ნაპირელი, ლუბა კობეშავიძე, იური ცანავა, ნინო საკანდელიძე და სხვანი.
თეატრის შენობა დიდი ხნის მანძილზე რესტავრაციას საჭიროებდა, რაც 2015-18 წლებში მოხერხდა. განახლებული თეატრი ინფრასტრუქტურულად და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ამით მაქსიმალური სიამოვნება და კომფორტი შეგიძლიათ განიცადოთ. შენობის ვიზუალი საკმაოდ საინტერესოა და სვეტოვანი ფასადი ანტიკურ ბერძნულ შენობებს მოგაგონებთ. აღსანიშნავია, რომ თეატრს ადგილმდებარეობაც შესანიშნავი აქვს - ბათუმის ბულვართან და ევროპის მოედანთან ახლოს.
ბათუმის საზაფხულო თეატრი 1947 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში უამრავი კონცერტისა და თეატრალური წარმოდგენის მასპინძელი იყო. შენობა საკმაოდ უნიკალურია, რადგან ხით არის აგებული. მრგვალი ფორმის მომცრო ფანჯრები მის ფასადს საინტერესო ელემენტს სძენს. გარდა ამისა, თეატრი გარედან სხვადასხვა ხის ორნამენტით არის მორთული და გამვლელების ყურადღებას დამსახურებულად იწვევს. თეატრის არქიტექტურა თავისი უნიკალურობით მულტფილმიდან გაცოცხლებულს ჰგავს.
კიდევ ერთი საოცნებო პროექტი. კოშკი წარმოადგენს ზუსტ ასლს იმ ნაგებობისა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქ ბათუმს ამშვენებდა. ის არის 25 მეტრის სიმაღლის, რომლის წვერზე განლაგებულია გადასახედი, კოშკის მე-18 მეტრზე დამონტაჟებულია საათი. ამ ადგილას სახელი უკავშირდება ჭაჭას, რადგან ყველა სტუმარს შეუძლია უფასოდ მისი დაგემოვნება.
ბათუმის არქიტექტურის ყველაზე უცნაური ნიმუში. მდებარეობს ბათუმის საზღვაო სანაპირო ზოლში. ანბანის სიმბოლოები ეხვევა ხარაჩოს მსგავს სტრუქტურას, რომელიც მთავრდება გიგანტური მეტალის ორბით. მეორე სართულზე განთავსებულია ყავის და სუვენირების მაღაზია, ბათუმის ფოტოების ექსპოზიცია, საინფორმაციო-ტურისტული ზონა, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია. პანორამული რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში სტუმრებს ბათუმის ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს.