ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის განვითარების ისტორია

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. ქალაქი საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. 1878 წლიდან მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. აქ ვიზიტის გზები განსხვავებული იყო, გადასაადგილებლად ევროპელები ძირითადად გემის დახმარებით შემოდიოდნენ, ზოგი მატარებელს ზოგი კი ცხენს ირჩევდა . 1878-1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ, რამაც ქალაქის ზრდას შეუწყო ხელი. 1883 წელს ბაქო-ბათუმის რკინიგზა გაიყვანეს, 1897-1907 წელს კი ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ბაქოსთან ნავთობსადენის მილით დაკავშირება განხორციელდა. 1888 წლის აპრილიდან ბათუმმა თვირთმართველი ქალაქის სტატუსი მოიპოვა.

ბათუმის პორტში სხვადასხვა ქვეყნის უამრავი, დიდი თუ პატარა ზომის გემი შემოდიოდა. ნავსადგურის გაყოლებაზე, ქალაქის ერთ ნაწილში, ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ, თურქულ, ბერძნულ, ინგლისურ, გერმანულ, თუ ფრანგულ ენაზე მოსაუბრე უამრავ ადამიანს შეხვდებოდით და საინტერესო დიალოგებსაც მოისმენდით. ქალაქის მეორე ნაწილში გერმანელი რესლერი და ფრანგი დ’ალფონსი ბათუმის ბულვარს აშენებდნენ.

ფრანგი ორიენტალისტი ჟან მურიეს ცნობით, 1885 წლისთვის ბათუმში ცხრა ქვეყნის: საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის, თურქეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ბელგიის, იტალიის და აშშ-ის საკონსულო მოქმედებდა. სულ მალე ამ ჩამონათვალს დაემატა საბერძნეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სპარსეთი, დანია, შვედეთი და ნორვეგია. ძალიან ძნელია იმდროინდელ საქართველოში ქალაქის გახსენება, რომელიც ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, როგორც ბათუმი. აღსანიშნავია ქალაქის ეთნიკური, რელიგიური, და კულტურული მრავალფეროვნება, რაც  ბათუმის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. მაშინდელი მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქართველებთან ერთად ბათუმში ცხოვრობდნენ: სომხები, რუსები, ებრაელები და ბერძნები. ჭრელი იყო რელიგიური შემადგენლობაც ქალაქში შეხვდებოდით მართლმადიდებელ და კათოლიკე ქრისტიანებს, მუსლიმებს, იუდეველებს. ბათუმის საოცარი იერს და სხვადასხვა ისტორიებს ბევრი მოგზაურის ჩანაწერებში შეხვდებით, რომელიც მათ განსაკუთრებულ მოგონებებსა და ემოციებს ინახავს.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია