ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის ნავსადგური - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კორიდორი

ბათუმის ნავსადგურის შექმნის ისტორია პრაქტიკულად კავკასიის რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრის ფორმირების ისტორიაა, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი. ბათუმის პორტი ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც ევროპას აზიასთან აერთებს.

ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ისტორია ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იწყება, როცა ადრიანე მესამის მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური რომაელების სავაჭრო ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ქსელის ფორმირებისას ბათუმის ნავსადგურმა “პორტო-ფრანკო”-ს (თავისუფალი პორტი) სტატუსი მიიღო1878-1885 წლების განმავლობაში. 1884 წლის ბოლოსათვის შეიქმნა ნავსადგურის შემდგომი განვითარების პროექტი, რომლის განხორციელება 1885 წელს დაიწყო. საწყის ფაზაზე განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა ნავთობი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ. ექსპორტირებადი ნავთობის მოცულობის ინტენსიურმა ზრდამ გამოიწვია ნავსადგურის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა. 1883 წელს განხორციელებული ნავთობპროდუქტების პირველი ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 3 000 000 ფუნტი. ნავთობის გადამუშავებასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მოთხოვნებიც, რამაც გამოიწვია ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ეს გამოვლინდა იმით, რომ 1900 წელს აშენდა ბაქო-ბათუმის მილსადენი, რომელიც იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ნავთობმილსადენი.

გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობები, რომლითაც ბათუმის ნავსადგური გამოირჩევა:

  • ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმაწყლიან უბეში, რაც იძლევა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას;
  • კარგადაა დაცული სანაპიროდან;
  • ნავსადგურში შემოსასვლელად არ არის საჭირო არხის გავლა, რაც ათავისუფლებს გემფლობელს არხის მოსაკრებლის გადასახადისაგან.

ბათუმის ნავსადგურში არის შემდეგი ნავმისადგომები და ტერმინალები:

  • ნავთობტერმინალი;
  • საკონტეინერო ტერმინალი;
  • მშრალი ტვირთების ტერმინალი;
  • სამგზავრო ტერმინალი.

აღნიშნული ტერმინალები აღჭურვილია სათანადო ამწე-მოწყობილობებით, რაც ხელს უწყობს ტვირთების დროულ და ხარისხიან გადამუშავებას.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია