ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის თანამედროვე არქიტექტურა

ბათუმის სანაპიროს გასწვრივ გაერთიანებულია თანამედროვე და ძველი ქალაქის კლასიკურ არქიტექტურა. ამის გამო ბათუმს ხშირად "კავკასიის ლას-ვეგას" უწოდებენ.  მე-19 საუკუნეში არქიტექტორებმა  ბათუმში შემოიტანეს დასავლური სტილი და ის ელეგანტურ ქალაქად აქციეს. ამიტომაც წარმოგიდგენთ ბათუმის საკულტო შენობებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:

  • ანბანის კოშკი-  ბათუმის არქიტექტურის ყველაზე უცნაური ნიმუში. მდებარეობს ბათუმის საზღვაო სანაპირო ზოლში. ანბანის სიმბოლოები ეხვევა ხარაჩოს მსგავს სტრუქტურას, რომელიც მთავრდება გიგანტური მეტალის ორბით. მეორე სართულზე განთავსებულია ყავის და სუვენირების მაღაზია,  ბათუმის ფოტოების ექსპოზიცია, საინფორმაციო-ტურისტული ზონა, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია. პანორამული რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში სტუმრებს ბათუმის ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს. 
  • ჭაჭის კოშკი- კიდევ ერთი საოცნებო პროექტი. კოშკი წარმოადგენს ზუსტ ასლს იმ ნაგებობისა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქ ბათუმს ამშვენებდა. ის არის 25 მეტრის სიმაღლის, რომლის წვერზე განლაგებულია გადასახედი, კოშკის მე-18 მეტრზე დამონტაჟებულია საათი. ამ ადგილას  სახელი უკავშირდება ჭაჭას, რადგან ყველა სტუმარს შეუძლია უფასოდ მისი დაგემოვნება.

           

  • ბათუმის პიაცა- გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. ევროპაში ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკის მქონე  მოედანი ბათუმელებისა და  ვიზიტორებისთვის თავშეყრის კიდევ ერთი საყვარელი ადგილია. მოედანის გარშემო არის უამრავი რესტორანი, კაფე, სასტუმრო, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საათები მოძრავი ფიგურებით, შენობების  - აშენებული როგორც პატარა იტალია, საღამოობით ცოცხალი მუსიკა და სხვა. 
  • ბათუმის იუსტიციის სახლი- 2010-იანი წლების დასაწყისში აშენდა სამთავრობო სერვისების გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. იუსტიციის სახლი არის მაღალი ცილინდრული ნაგებობა, რომელიც დააპროექტა იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუჩიმ. 

           

  • ასტრონომიული საათი- ღირსშესანიშნაობა, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის რესკონსტრუირებულ კოშკზე. საათი სპეციალური მექანიზმითაა აღჭურვილი, რომელიც რეალური დროის ჩვენების პარალელურად, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ასტრონომიული ინფორმაცია, როგორიცაა მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგება. ასევე, ის უჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, მთვარის ასაკსა და მთვარის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია