ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

გასეირნება წვიმიან ბათუმში

ბათუმი მაგიური ადგილია, შეუძლებელია ის ემოცია და შთაბეჭდილება, რომელსაც ეს ზღვისპირა ქალაქი გაძლევთ ერთი სიტყვით ან წინადადებით გადმოსცეთ. თუ უკვე ესტუმრეთ ბათუმს, ის თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცეოდა, რის გამოც მუდმივად გექნებათ მისი კვლავ მონახულების სურვილი. თუ პირველად ემზადებით ბათუმში წასასვლელად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თქვენ დაგხვდებათ პატარა ქალაქი დიდი გულით. მაგრამ მანამდე ერთ შეკითხვას დაგისმავთ- გიყვართ წვიმა ან გიფიქრიათ როგორია წვიმიანი ბათუმი?

თუ თქვენი პასუხი უარყოფითია მაშინ გეტყვით რომ ბათუმს წვიმის ქალაქს უწოდებენ, რადგან აქ  ხვდებით თავსხმა, თქეშა, კოკისპირულ თუ ჟუჟუნა წვიმას, რომელიც ხშირად მთავარი პერსონაჟის როლს თამაშობს და ბათუმელების ცხოვრების გრაფიკსა და გეგმებს მოულოდნელად ცვლის. შესაძლოა იფიქროთ რა კარგი იქნება ამ დროს სახლში მყუდროდ ყოფნა და ამ საოცარი სანახაობით ფანჯრის მეორე მხარიდან დატკბობა, მაგრამ ბათუმში წვიმა ცალკე აღებული თავგადასავალია, რომლის დახმარებით ბუნება საუბრობს. ამიტომ უმჯობესია მოშორდეთ ფანჯარას, გარეთ გამოხვიდეთ, აიღოთ ქოლგა და გაუყვეთ ბათუმის ქუჩებს. სანაპიროზე სეირნობისას შეგიძლიათ თავი კინოფილმის გმირად წარმოიდგინოთ, უცქიროთ აღელვებულ ზღვას და თქვენი სევდა თან გაატანოთ. ან საყვარელ ადგილას წახვიდეთ დაჯდეთ და უბრალოდ ფიქრს მიეცეთ. წვიმის შემდეგ თქვენ წინ საოცარი სანახაობა იშლება, როცა ყველაფერი წყნარდება და მზე ისევ ანათებს. წვიმიანი ამინდის დროს შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის მუზეუმებს და გაეცნოთ ქალაქის განსაკუთრებულ  კულტურას, ან  ეწვიოთ კაფეებსა და რესტორნებს და დააგემოვნოთ ბათუმის განსაკუთრებული კერძები. მთელი დრო თვენს განკარგულებაშია და შეგიძლიათ სურვილებისა და განწყობის მიხედვით აირჩიოთ სასურველი
მარშრუტი, ან უბრალოდ ყოველგვარი გეგმის გარეშე გაჰყვეთ გზას.

ჯერი თქვენზეა, გაისეირნეთ წვიმიან ბათუმში, დაინახეთ ქალაქი წვიმის ფარდის მიღმა, და აქციეთ თქვენი ერთი დღე მოულოდნელობებით და გამოწვევებით სავსე თავგადასავლად.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია