ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ინვესტიცია ბათუმში- ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ქალაქში

ბათუმი უძველესი ისტორიის მქონე ქალაქია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქი საერთაშორისო ტურისტული ადგილი და ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა კავკასიის რეგიონში, მისი განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველწლიურად ახალ-ახალ ნიშნულს იპყრობს. ზღვისპირა ქალაქი ძველი და ახალი არქიტექტურული შენობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ულამაზესი ზღვის ხედების, ევროპული სტილის არქიტექტურისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური კომბინაციის წყალობით ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი საქართველოში. ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა, რომლის მდიდარი და ანტიკური ისტორია იზიდავს უამრავ ისტორიკოსსა თუ მკვლევარს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. 

ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი ძალიან საინტერესო გახდა ადამიანებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში საკუთარი კაპიტალის დაბანდება სურთ. ეს ქალაქი ნამდვილად არაჩვეულებრივია თქვენი ინვესტიციებიდან სტაბილური შემოსავლის მისაღებად, რადგან აქ ბიზნესისთვის ხელსაყრელი და სტაბილური გარემოა შექმნილი. საქართველოს კანონმდებლობა გარანტიას აძლევს როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები შესაბამისი ორგანოების მიერ მკაცრად იქნება დაცული.

 

 

თუ კიდევ ეძებთ ადგილს, რომელიც მიმზიდველი, მომგებიანი, პერსპექტიული და ამავდროულად თანამედროვე იქნება, ბათუმი შესაფერისი ადგილია. ევროპასა და აზიას შორის მოქცეული ქალაქი კარგად მისადგომია როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით და ჰაერით, რაც რეგიონს საშუალებას აძლევს უწყვეტად იყოს ჩართული საერთაშორისო ტრანზაქციებში. ბათუმში უძრავ ქონებაზე ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასები და გაქირავების დიდი პერსპექტივა. გარდა ამისა, ბათუმში ქონების დარეგისტრირება იმდენად მარტივია, სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება. აქ ქონების ფლობა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ბინადრობის ნებართვა და უპრობლემოდ, ლეგალურად მართოთ თქვენი ქონება, ამავდროულად ქონების გადასახადი არ დაგეკისრებათ.

თუ კიდევ ეძებთ ადგილს, სადაც თქვენი ფინანსების უსაფრთხოდ, სტაბილურად და მომგებიანად დაბანდებას შეძლებთ, ბათუმი ნამდვილად ის ქალაქია, რომელიც გჭირდებათ.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია