ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ისპანის ჭაობი

მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი აჭარაში, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროდან სამასიოდე მეტრში მდებარეობს. ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ის ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებსა და ნამოსახლარებს, რომლებიც ჩვენს ერამდე IV-III საუკუნეებით თარიღდება.

მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი ერთი შეხედვით ტბას გავს, რომელსაც ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი. წყალთან ერთად სფაგნუმი ქმნის გლუვ გუმბათს, რომელიც მოქმედებს როგორც ღრუბელი და არასდროს იფარება წყლით. სფაგნუმის ხავსი ისრუტავს წყალს, რის გამოც მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია. კერძოდ, ის საკუთარ წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტ წყალს შეიწოვს. ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროცაა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქნის ციკლში. სწორედ ჭაობების მრავალფეროვანი სფაგნუმი იცავს ქობულეთს წყალდიდობებისგან.

ჭაობი მრავალი ფრინველის თავშესაფარია, რომლებიც ზამთარში ამ მხარეში მიგრირებენ. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ ფლორის წარმომადგენლებთან ერთად, როგორიცაა სფაგნუმი, სამეფო გვიმრა და დროზერა, აქ კოლხური ფლორის ელემენტებიც გვხვდება. 

თუ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტს გადაწყვეტთ, აქ დაგხვდებთ ულამაზესი ბუნება, მოწყობილი ბილიკები, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურები განხორციელოთ. ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება, რაც დაუვიწყარ მოგონებებს და თავგადასავალს შეგიქმნით.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია