ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ქვის თაღოვანი ხიდები - საუკუნოვანი ისტორია

საქართველოს ულამაზესი კუთხე აჭარა ზღაპრუილი ბუნების, ულამაზესი სანაპირო ზოლის და ტურისტულად მიმზიდველი ინფრასტრუქტურის გარდა, გამოირჩევა ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით და საუკუნოვანი ისტორიით. აჭარაში  უამრავი ადგილი და ნაგებობაა შემორჩენილი, რომელიც ისტორიის და კულტურის მოყვარულთათვის წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობაა. გამორჩეული მნიშვნელობისაა  თაღოვანი ხიდები, რომლებიც საუკუნეებზე მეტს ითვლის. 

  • დანდალოს ხიდი - ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლი თარიღდება  IX-X საუკუნეებით. მდებარეობს  ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოს მახლობლად, მდინარე აჭარისწყალზე. Ხიდი გამოირჩევა  თხელი თაღითა და დახვეწილი პროპორციებით, რომელიც ლათინურ ასო S-ს ჰგავს. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისის მეტ სირთულეს წარმოადგენს ასეთი ფორმის ხიდის აშენება. ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს.  ხიდს 2006 წლის მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად.
  • ცხემლარას თაღოვანი ხიდი - შუასაუკუნეების ხიდი, მდებარეობს მდინარე მაჭახელაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლარაში. ხიდი აგებულია ვიწრო ადგილზე დამრეცი თაღით, რომელსაც ნახევარწრიული მოხაზულობა აქვს. გამოირჩევა ქვების წყობით, დიდი მალით და მცირე სიმაღლით, რომელიც განკუთვნილი იყო ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული ვიწრო ხიდი, ტენიანობის გამო მუდამ დაფარულია მწვანე მცენარეებით, რაც მას უფრო მეტად სძენს სიძველის და მისტიურობის ეფექტს.
  • მირვეთის ხიდი -  XI-XIII საუკუნეების ხიდი მდებარეობს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, გარეუბან ძიგურესთან ახლოს, მირვეთის წყლის ჭოროხთან შესართავში. სავალი ნაწილი დაფარულია საშუალო ზომის ბრტყელი ქვებით. ბურჯები ორივე მხარეს კლდეზეა დაშენებული. წარსულის ისტორიის ნახვასთან ერთად თუ განტვირთვა,  პიკნიკის ან ველოტურსი მოწყობა გსურთ, ეს თქვენთვის  იდეალური ადგილია.
  • ფურტიოს ხიდი - შუასაუკუნეების ხიდი, მდებარეობს მდინარე აჭარისწყალზე, ზამლეთისა და ფურტიოს სოფლებს შორის, ოშოშმანად წოდებულ ადგილში. ფურტიოს ხიდის კონსტრუქცია მიუთითებს მშენებლების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმზე, რადგან ხიდის თავის და ბოლოს საყრდენად  გამოყენებულია კლდოვანი ნიადაგი და ნაგებია ფლეთილი ქვებით. ხიდს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი ფორმა.  2006 წლის კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. 
  • ვარჯანაულის ხიდი - XI-XII  საუკუნის ხიდი  მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანაულში, ქობულეთის რაიონული ცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით. Ტერიტორია მთლიანად დაფარულია კინტრიშის დაცული ტერიტორიის გამორჩეული ბუნებით. გამოირჩევა სიმაღლით და სიგრძით  და აქვს მკვეთრად გამოხატული ნახევარწრიული მოხაზულობა. მიეკუთვნება არქიტექტურული ხელოვნების აყვავების პერიოდს  და მიჩნეულია  რუსთაველის ეპოქის ძეგლად.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია