ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

მოინახულე აჭარა - 6 ყველაზე საინტერესო მიზეზი

აჭარა გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული და ჯადოსნური ბუნებით, მიმზიდველი გარემოთი და დაუვიწყარი ემოციებით, რომელიც ზღაპრული თავგადასავლებს გჩუქნით. ხშირად ადამიანებმა არც კი იციან ამ მხარის განსაკუთრებულობის შესახებ, ამიტომ ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმ ძირითად მიზეზებზე, რაც აჭარაში სტუმრობის მიზეზი შესაძლოა გახდეს.

  • აჭარული სამზარეულო და განსაკუთრებული ღვინით - აჭარული სამზარეულო ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამავდროულად აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას განიცდის. აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია აჭარული ხაჭაპურის გარეშე, რომელიც ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული ადგილი უკავია ტკბილეულობას (ბაქლავა, რძის ჰალვა, ბურმე, ბორეგი). აჭარაში უძველესი დროიდან განვითარებული იყო მევენახეობა და დღემდე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმწიფისა და შეფერილობის მქონე 50-მდე ვაზის ჯიში.

  • თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურით გამორჩეული ქალაქი - ისტორიული წყაროების მიხედვით ქალაქი “ბათუმი” დაფუძნებულია ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე. ბათუმის პირვანდელი ფორმა - “ბათუსი” ძვ. წ. ა. IV საუკუნეში უკვე მოიხსენიებოდა. საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე. მე-19 საუკუნეში, “პორტო-ფრანკოდ” წოდებულ პერიოდში, ბათუმი შენდებოდა ევროპელი არქიტექტორების მიერ, რომელიც დღესაც გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით.
  • ბათუმის დელფინარიუმის დაუვიწყარი შოუ - ბათუმში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დელფინარიუმი, ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ჟრიამულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინების საოცარ წარმოდგენა. თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე საინტერესო ნომერს, ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს და მრავალ შთამბეჭდავ ნომერს. დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ბათუმის აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივითა კვლავ გაიხსნა და იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად.

  • მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა ბულვარი -  ბულვარი ბათუმის  ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და  ადამიანებს საინტერესო თავგადასავალს და ემოციას სთავაზობს. იშვიათად შეხვდებით ზღვის პირას ასეთი სილამაზით, მრავალფეროვნებით და სიდიდით გამორჩეულ ბულვარს. 1881 წელს ფრანგი მებაღის მიერ გაშენებული ბულვარი დღემდე ვითარდება და ლამაზდება საუცხოო ფანტანებით, თანამედროვე სკულპტურებითა და სხვა ღირშესანიშნაობებით. დღეს ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 8 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, მისი ძველი და ახალი ნაწილიც გამორჩეულია ფართო სასეირნო თუ ველო ბილიკებით, ალეებში მდებარე მარადმწვანე მცენარეების, მაგნოლიებისა და პალმების საუცხოო შერწყმით. ბულვარი დღეს ბათუმის სავიზიტო ბარათად ითვლება. წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ მას და მოინახულოთ ულამაზესი მაგნოლიის ხეივანი, ბათუმის შუქურა და კოლონადები. აქ   მოისმენთ უცხო ადამიანებისგან მოყოლილ ბათუმის ისტორიას, შეძლებთ ეწვიოთ სანაპიროს და აქციოდ ბათუმი თქვენს ნაწილად.

  • მსოფლიოში გამორჩეული''ბათუმის ბოტანიკური ბაღი'' -  თუკი გიყვართ ბუნება და სიმყუდროვე, გხიბლავთ ზღვის ხედები მრავალფეროვანი მცენარეებისა და ყვავილების სურნელება, ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუკეთესო სანახაობაა თქვენთვის. ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ულამაზესი ფლორა და სუფთა ჰაერი ქმნის ბოტანიკური ბაღის საუცხოო გარემოს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების სილამაზით და გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან. ტერიტორია მოიცავს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე 1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლს. ვრცელდება ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე. ბაღის ფართობი შეადგენს 113 ჰექტარს, რომელიც შორეულ წარსულში დაფარული იყო კოლხური ტიპის ტყით და მარადმწვანე ქვეტყით. მისი შექმნის ისტორია იწყება 1912 წლის 3 ნოემბრიდან  და უკავშირდება ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორ, ანდრია კრასნოვის სახელს.  ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.
  • ტურიზმის და ბუნების მრავალფეროვნება - საზღვაო კურორტი ბათუმი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება აჭარის მთის გამორჩეული პოტენციალით. ზღვის დონიდან 1.500-2.200 მეტრის სიმაღლეზე ისეთი კურორტები მდებარეობს, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზეა გათვლილი და დამსვენებლებს, განსხვავებულ აქტივობებს სთავაზობს. აჭარის მთიანი კურორტების წიწვოვანი ტყეები ახდენენ ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას და სასარგებლო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია ასევე მრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს ეკოტურიზმის მოყვარულებში.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია