ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის პარკები აჭარაში

აჭარა თავის მრავალფეროვანი ბუნებით და კონტრასტული ლანდშაფტებით საქართველოს ერთ- ერთი გამორჩეული მხარეა. ამ ადგილის ბუნების სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას აქ არსებული დაცული ტერიტორიების და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლე ცხადყოფს. ქვეყნის ამ გამორჩეულ რეგიონში 4 ეროვნული პარკია, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, და მაჭახელას ეროვნული პარკი. ამათგან პირველ სამს იუნესკო (UNESCO), როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საგანძურს, იცავს და წარმოადგენს “კოლხეთის ტროპიკული ტყეების და ჭაობების” ტერიტორიების ნაწილს. 

  • კინტრიშის დაცული ტერიტორიები - მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300- 2500 მ-ის სიმაღლეზე.  ეს არაჩვეულებრივი ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ბათუმიდან 60 კილომეტრის დაშორებით. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხვემანსა და ხინოს მთებს შორის. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელექტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ცხოველებისა და მცენარეების, დაცვის მიზნით დაარსდა. 2019 წლიდან დაცული ლანდშაფტი გაუქმდა და დაარსდა ეროვნული პარკი. სანამ კინტრიშის ეროვნულ პარკს მოინახულებ, უნდა იცოდე, რომ იქ გამოყოფილია 3 სხვადასხვა ზონა: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ვიზიტორთა ზონა და ტრადიციული გამოყენების ზონა. ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ აქ გადაადგილება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე და ასევე შენი ვიზიტის მიზანს, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინტერესი უნდა წარმოადგენდეს. კინტრიშის ეროვნულ პარკს, საქართველოს სხვა დაცული ტერიტორიებისგან ის ფაქტი გამოარჩევს, რომ მისი ტერიტორიის დაახლოებით 92 პროცენტი ტყითაა დაფარული, რაც საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის ყველაზე დიდი ტყით დაფარული ფართობია. კინტრიშის ტყეს აჭარული ენდემების სიმრავლე ახასიათებს, ზოგიერთი რელიქტური სახეობა კი ათას წელზე მეტისაცაა, მათ შორის კოლხური ბზის ხე, პონტოს მუხა და ა.შ. განსაკუთრებით ლამაზ სანახაობას კი ჯუჯა წიფლის ხეებით გარშემორტყმული ადგილი ქმნის. ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია, აქ შეხვდებით 28 სახეობის პატარა ენდემურ ძუძუმწოვარს, როგორიცაა კავკასიური ციყვი, ევროპული  ზღარბი და ღამურები. აქ ნახავ ჩანჩქერებს, უთხოვარისა და ტყიბელის ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ამ ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.
  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები - მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს და აღკვეთილს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით. ეს არის ადგილი, სადაც მუდამ ცოცხალი მზარდი თეთრი ხავსი სფაგნუმი ხარობს. სფაგნუმის ხავსის მრავალი სახეობა არსებობს, ეს ხავსები საოცრად მრავალფეროვან, ცოცხალ „ხალიჩებს“ ქმნიან. ახლოდან დანახვისას ისინი ძალიან ლამაზები არიან და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტორფის ჭაობების შექმნასა და არსებობაში. ისინი ინარჩუნებენ წყალს, რაც ხელს უშლის ნიადაგის გამოშრობას და ხელს უწყობს მკვდარი მცენარეული ნარჩენების დაშლას. თუმცა ამ მრავალი სახეობიდან მსოფლიოში ერთადერთი თეთრი ხავსი სწორედ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე შეიძლება ნახო. მსოფლიოში ასეთი ადგილი არსადაა. ქობულეთის სფაგნუმიანი ტორფნარი სწორედ ამ ნიშნით შეიყვანა იუნესკომ მსოფლიოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში. კოლხეთის დაბლობის ამ ადგილებს რამსარის კონვენციაც იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიას.

  • მტირალას ეროვნული პარკი - შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეების, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის, წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის (პალეოგენის შუა ეპოქა), ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ეს ადგილი სამართლიანად ითვლება ყველაზე ტენიან ტერიტორიად, ვინაიდან მისი ხშირი სტუმარია წვიმა და სქელი ნისლი. სწორედ ამ მიზეზით ეწოდა მთას სახელი „მტირალა“. მტირალას ეროვნული პარკი ცნობილია თავისი მწვანე ბორცვებით, საოცარი პეიზაჟებითა და მდინარეებით. ჩასვლისთანავე შეგიძლია აირჩიო რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი, გაემართო ჩანჩქერის და ტბისკენ, სურვილისამებრ აირჩიო აქტივობა, როგორიცაა მაგალითათ ზიპლაინი, ლაშქრობის დასასრულს კი დააგემოვნო ადგილობრივი სადილი. მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტისას, საშუალება გაქვს აირჩიო ორი სხვადასხვა სირთულის მქონე ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი - „წაბლნარას“ 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და „ცივწყაროს“ 16 კილომეტრიანი (ორდღიანი), საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი. აქ გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნოდ გაგახსენდება. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ჭარბტენიანობის გამო ფეხი ადვილად ცურავს, ამიტომ ჩაიცვი კომფორტული ფეხსაცმელი. როგორც უკვე გითხარი ლაშქრობისას შენ ნახავ ტბას და ჩანჩქერს, რომელიც 15 მეტრის სიმაღლისაა, გირჩევ ორივე მოინახულოთ.

  • მაჭახელას ეროვნული პარკი -  მდებარეობს ზღვის დონიდან  300-350 მ-ზე კავკასიის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესო დროა მაჭახელას ეროვნული პარკის დასათვალიერებლად. მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები - ეს არის ის, რის გამოც მაჭახელას ეროვნულ პარკს უნდა ესტუმრო, გზად, მაჭახელას ხეობის სოფლებში კი, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, თაღოვან ხიდებს, ციხეებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს დაათვალიერებ. პარკის ტერიტორიაზე ორი ტურისტული ბილიკია - მთავარანგელოზის 8.3 კმ-იანი ბილიკი სოფ. სინდიეთიდან იწყება და ტყის მასივების, მთის ნაკადულებისა და წყაროების გავლით მთავარანგელოზის მთასთან მიდის. აქედან ჩანს, როგორ ერთვის მდინარე ჭოროხი შავ ზღვას. ხელისგულივით მოჩანს ბათუმი, ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს მთებზე შეფენილი სოფლები. აქედან შეგიძლია მთელ აჭარას თვალი გადაავლო. მაჭახელას ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობებს წითელი ნუსხით დაცული მცენარეები და ცხოველები წარმოადგენს. კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, უნგერნის შქერი, უთხოვარი თელა და კიდევ ბევრი, ცხოველებიდან კი მურა დათვი, ფოცხვერი და არჩვი. როდესაც მაჭახელას ეროვნულ პარკში ლაშქრობას დაასრულებ, შეგიძლია მოინახულო ახალი საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია