ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

მუზეუმები, რომლებიც ბათუმის სტუმრობისას უნდა მოინახულოთ

  • ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"

ეთნოგრაფიული მუზეუმი “ბორჯღალო” აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, შარაშიძის ქუჩის 14 ნომერში. მუზეუმი 3000 კვ.მ ფართობს მოიცავს და აქ მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გამწვანება, სავალი ბილიკები და ჩანჩქერიც (9-მ)კი. ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება და სხვა, ამ ყველაფერს კი ფოლკლორული მუსიკის თანხლებით დაათვალიერებთ. 
მუზეუმის შემქმნელი და დამფუძნებელი ქემალ თურმანიძე სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ნივთებს წლების განმავლობაში აგროვებდა.
დღეისათვის მისი მუზეუმი 4000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს, საიდანაც 5 %-ი ნაჩუქარია, ხოლო 95%-ს მის მიერ შესყიდული, ან შექმნილი.
ეთნოგრაფიული მუზეუმი “ბორჯღალო” ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და ის ძალიან საინტერესო ადგილია აჭარის ფოლკლორის, ყოფა-ცხოვრებისა და კულტურული თავისებურებების გასაცნობად.

  • ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალები, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები და ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ნივთები. აქ აგრეთვე ნახავთ ილიას მეგობრის, მწერლისა და ექიმის, გრიგოლ ვოლსკის ბათუმში მოღვაწეობის ამსახველ მასალასა და პირადი ნივთებს. მუზეუმში დაცულია 278 ექსპონატი. 

  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, ჭავჭავაძის 77 ნომერში. იგი 1994 წელს დაარსდა და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. 
მუზეუმში დაცულია ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ქობულეთი, მახვილაური, ფიჭვნარი, ციხისძირი, ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, აჭარისწყლის ხეობა და სხვა) ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი. ექსპოზიციის უძველეს ნიმუშებს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში, კურორტ ბეშუმთან აღმოჩენილი ქვის იარაღები, რომელთა თარიღი 300-400 ათასი წლით განისაზღვრება. მრავალფეროვანი მასალითაა წარმოდგენილი ენეოლით-ადრებრინჯაოს (ძვ. წ. V-III ათასწლეული), განსაკუთრებით კი, გვიანბრინჯაოსა და რკინის ადრეული ხანა (ძვ. წ. XV-VII სს.). მუზეუმის კოლექციებში დაცულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. ასევე მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს.

  • ძმები ნობელების მუზეუმი

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, ლესელიძის ქუჩის 3ა ნომერში.
ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი დაარსდა 2007 წელს, იმ შენობაში, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო მათი ამხანაგობის "ბათუმის კანტორა". აქ გაეცნობით ინფორმაციას შვედი გამომგონებლისა და "ნავთობის მეფეებად" წოდებული ნობელების შესახებ. მუზეუმი ინახავს ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული
განვითარების ამსახველ ექსპონატებს, რომლებიც გაგაცნობთ ჩაის, თამბაქოსა და ღვინის კულტურის ისტორიას, ლაო ჯინ-ჯაოს საინტერესო ბიოგრაფიას.

  • აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი — კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი ბათუმში, აჭარაში. დაარსდა 1998 წელს.
აჭარის ხელოვნების მუზეუმი - ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა ბათუმში, სადაც წარმოდგენილია როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუზეუმის პირველი სართული ეთმობა ქართულ, საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო და სინთეზურ პროექტებს. 
მეორე სართულზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვა ოსტატების ნაწარმოებები.
მუზეუმის მარცხენა ფლიგელში განთავსებულია მცირე გალერეა, სადაც სისტემატიურად იფინება ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრები.
მუზეუმში დაცულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები (ნიკო ფიროსმანი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ელ. ახვლედიანი, სტ. ბაკალოვიჩი, ზომერი, ა. ტერნი, რ. ფეტვიაშვილი, ნ. იგნატოვი, ა. ზანკოვსკი, გ. წერეთელი და სხვა), გრაფიკული (ნ. ჭურღულია, ლ. ზამბახიძე და სხვა) ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები, სკულპტურა (ე. ფანტარელის „ნიმფა და პატარა ფავნი”, გ. ოჩიაურის „პორტრეტი“ და სხვა).

  • აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი დაარსდა 1908 წელს. მუზეუმში დაცულია 180 000 -მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები.
ექსპოზიციაში: ბუნების, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიის განყოფილებაში წარმოდგენილია 1820 ექსპონატი.მათ შორისაა: ბუნების იშვიათი ძეგლები, ფლორა, ფაუნა, მინერალები, არქეოლოგიური კოლექციები , იშვიათი ეთნოგრაფიული ნივთები, უნიკალური ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები და დოკუმენტები.

  • მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი

მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, მ. აბაშიძის ქუჩის 7 ნომერში. მემედ აბაშიძე გახლავთ ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. მუზეუმში დაცულია მისი მემორიალური ნივთები.    იგი სამოღვაწეო ასპარეზზე XX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა და სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. ის ასევე აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია