ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

პეტრას ციხე - ადგილი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

თუ საინტერესო თავგადასავალი და წარსულში მოგზაურობა გინდათ აუცილებლად უნდა მოინახულოთ პეტრას ციხე. ეს ზღაპრული ადგილია, სიმწვანეში ჩაფლული უზარმაზარი არემარე, ზღვის ტალღების საოცარი ხმა და ლურჯი ცა, რომელიც ვიზიტორებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თუ ამ ადგილის მონახულება გადაწყვიტეთ მოგიწევთ გაემგზავროთ აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე-ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ქობულეთიდან 9 კმ-ზე. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ქართულად კი „ქაჯეთის ციხე” ეწოდება.

პეტრას ციხე-ქალაქი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავანი და კლდოვანი რელიეფი იცავდა, რის გამოც მიუვალ ციხედ ითვლებოდა. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავდა ციტადელს, გარექალაქს და ნასახლარს. დღეს ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე  VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მისი ისტორია ისტორიკოსთა განხილვის საგანია და მკვლევართა დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩატარდა რამდენიმე გათხრაც, პირველი 1934 წელს ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1908 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად მდიდარი სამარხი აღმოაჩინეს, რამაც დაადგინა, რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი იყო.

ბიზანტიურ ხანაში პეტრას ციხემ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ქალაქის ტერიტორიაზე ზღვისპირა ვიწრო გზა გადიოდა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. ამ გზით  კონტროლდებოდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობა. შესაბამისად ბიზანტიის და ირანის მხრიდან ამ ქალაქის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რაც VI საუკუნის შუაწლებში ეგრისის დიდი ომი გამოიწვია. მოგვიანებით, საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა. ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს ანუ “ქაჯეთის ციხეს” უწოდებს. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს, 1878 წელს კი ბერლინის ტრაქტატით საქართველოს დაუბრუნდა. მე-19 საუკუნეში, ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს ციხის დასავლეთი ნაწილი ააფეთქეს. დღეს ციხე-ქალაქი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია