ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რას გპირდებათ აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობა?

აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებს  და თავგადასავლებს გთავაზობთ. აქ ყოველ ნაბიჯზე მოულოდნელ და ულამაზეს პეიზაჟებს წააწყდებით, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული 5 გასაოცარი ტბაა: 

  • მწვანე ტბა

აჭარის ალპური ტბებიდან მწვანე ტბა ის გამორჩეული ადგილია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ის მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში, ტყეებით გარემოცულ ქვაბულში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. იგი ნაომვარის მთის ძირში, ალპურ ზონაში იმ ქედების შუაში მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჰყოფს. ზედაპირის ფართობი  0,05 კმ²-ს შეადგენს. ტბის უდიდესი სიღრმე კი 19,4 მ-ია.

ტბას წიწვოვანი და წიფლის ხემცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომაა, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. მწვანე ტბა მარაგდება მთის წყაროებით და ამიტომაცაა, რომ ტბაში ბანაობა ყინულივით ცივი წყლის გამო ბევრს არ შეუძლია. 

ტბაზე ასვლის საუკეთესო პერიოდი: მაისი-ოქტომბერი. ზამთრობით ტბასთან მისვლა რთულია თოვლის მაღალი საფარის გამო.

მწვანე ტბა მოლაშქრეებისა და ექსტრემალებისათვის გამორჩეული და საყვარელი ადგილია. იგი ასევე საუკეთესო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და წყლის ველოსიპედებით ტბაზე გასეირნებისთვის. 

  • ყარაგოლის (შავი) ტბა

ყარაგოლის (შავი) ტბა 2 ტბისგან შედგება და ის სარი-ჩაირის საზაფხულო საძოვრების მიმდებარედ, ხულოს მუნიციპალიტეტის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2100-2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბები პანორამულად იშლება ბაკი-ბაკოს და სარი-ჩაირის იალების ფონზე, სადაც ნისლი ხშირად ჩამოწვება ხოლმე. ყარაგოლის ტბები თავისი რელიეფიდან და კლიმატიდან გამომდინარე ნისლით ისეთ კამუფლაჟს იკეთებს, რომ თუ ტბის ლოკაციები წინასწარ არ გაქვთ მონიშნული, ტბასთან ახლოსაც რომ იყოთ, ცუდი ხილვადობის პირობებში მისი თვალით შემჩნევა გაგიჭირდებათ. ეს დრო განსაკუთრებულია საღამოობით და ტბას უფრო შთამბეჭდავ იერსახეს აძლევს. ტბასთან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით სოფელ ბაკი-ბაკოდან და ასევე შუახევის მხრიდან: ჩირუხი-ბაკი-ბაკოს დამაკავშირებელი სამხედრო გზით.
ტბაზე ასვლის საუკეთესო პერიოდი: ივნისი- სექტემბერი

  • ლელთის ტბა

თუ გიყვართ შემოდგომის ხედებით დატკბეთ, აუცილებლად ეწვიეთ ჭვანას ხეობას. ამ დროს შერეულფოთლებიან ტყეებში  ზღაპრული გარემო სუფევს. სწორედ ამ ხეობაში, სოფელ ნაღვარევში მდებარეობს ლელთის ტბა, რომელიც შემოდგომას  მოთოვლილი მთების ფონზე საოცარ კონტრასტსებს ქმნის. ტბაზე შესაძლებელია ტივით გასეირნება და პიკნიკი. სანამ ტბას ეწვევით , აუცილებლად გაისეირნეთ ხაბელაშვილების ხის ხიდზე, რომელიც ერთადერთი გადახურული ხიდია აჭარაში და სამ საუკუნეს ითვლის. 
ტბაზე ასვლის საუკეთესო პერიოდი: მაისი-ოქტომბერი.

 

 

  • შუამთის ტბები

ტბები ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, საზაფხულო სოფელ შუამთაში, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე. სოფლიდან ხედები იშლება ხიხანის ციხეზე და მის შემოგარენზე.
ყოველწლიურად კურორტ ბეშუმს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბეშუმიდან 1 საათის საფეხმავლო გზაზე, შუამთის საზაფხულო საძოვრებზე, 3 ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ტბა მდებარეობს.
ჯამში შუამთის იაილებში 5 ტბაა, რომელთაგან სამი მოზრდილია, ხოლო 2 შედარებით პატარაა. შუამთის ტბები, თავისი ავთენტური გარემოდან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს მოლაშქრეებში. ხშირად ტბებზე ღრუბლების მასა ჩამოწვება ხოლმე, რაც გასაოცარ და ერთგვარ მისტიურ გარემოს ქმნის.
ტბაზე ასვლის საუკეთესო პერიოდი: ივნისი-სექტემბერი

  • ტბიყელის ტბა

ტბიყელის ტბა - მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2222 მეტრზე, მთა ნაბაძირის ჩრდილო აღოსავლეთ ფერდობზე. ტბის მაქსიმალური სიღრმე 8-10 მეტრს აღწევს და საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ტბა ზამთარში თოვლით და ყინულით იფარება. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ხალხური გადმოცემის თანახმად, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ტბას, რომელსაც ტბიყელი ეწოდება, ადრე ზღვის მოსაწყვეტელს ეძახდნენ, აქედან შავი ზღვის სანაპირო კარგად ჩანს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სახელიც სწორედ ამიტომაც შეარქვეს.

ტბის მოსანახულებლად შესაძლებელია საფეხმავლო და საცხენოსნო ტურისტული, ტბიყელის ტბის მარშუტის გამოყენება, რომლის მთლიანი სიგრძე 14 კილომეტრია და  ხინოწმინდადან იწყება. დაცული ტერიტორიების სწორედ ამ მარშუტზეა ზღაპრულ ღრუბლების თავზე  მდგომი ტურისტული თავშესაფარი, რომლიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მთლიანად აჭარა-გურიის მთათა სისტემებზე. ქოხის მერე ბილიკი კვლავ კრეფს სიმაღლეს და უბრუნდება ძირითად ბილიკს. ბილიკი კვლავ ქედით მიემართება მთა ნარუსალასკენ და მისი დასავლეთ ფერდობით უახლოვდება ტბიყელის ტბას.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია