ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რას გვთავაზობს აჭარა: 8 მიზეზი აჭარის მოსანახულებლად

ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღი, გაშენებულია 111 ჰექტარზე და დაარსებულია 1912 წელს. ბაღში შედის კოლხეთის ტყის ნაკრძალი და მრავალი განსხვავებული ფლორისტული ლანდშაპი. ბაღში მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარეა. ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის

ნარინჯისფერი რთველი  
ციტრუსს აჭარაში 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე კრეფენ. ეს საოცარი მცენარე მაისიდანვე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ციტრუსის ყვავილობას თუ არ შესწრებიხართ მაისში და გამაბრუებელი არომატით სავსე ბაღი არ გინახავთ, შემოდგომაზე მაინც უნდა აღმოჩნდეთ ციტრუსის რთველში, მიირთვათ უგემრიელესი  ციტრუსი და დატკბეთ ულამაზესი ფერადი ხედებით.

ხავერდოვანი სეზონი
საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისათვის. მრავალფეროვანია პლაჟების არჩევანი: ვისაც ზღვაზე დასვენებასთან ერთად ქალაქის აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ, ბათუმი იდეალური ადგილია, აქ ზაფხულობით უამრავი კონცერტი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება. 

შემოდგომის ფერები
ხანდახან გინდა შემოდგომის ფერადი ფოთლებით მოფენილ ტყეში წამოწვე და დიდხანს,  ჩუმად უყურო ფოთოლცვენას, საღამოს კოცონს მიეფიცხო და კარავში გაათენო ღამე ველურ ბუნებაში განთიადის სანახავად. ბუნებით დატკბობის საშუალებას შენ სწორედ მთიანი აჭარა მოგცემს.
მთიანი აჭარის რეგიონი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, რაც ეკო და სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. 

არქიტექტურის  შერწყმა
ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი) საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმი თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით თანამედროვე საქართველოს სახეა.

რთველი ქედაში
დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას სწორედ აჭარა წარმოადგენს.
აჭარის მასშტაბით მევენახეობა განსაკუთრებით განვითარებულია ქედაში, ეს ადგილი განსაკუთრებული ყურძნის ჯიშითა და ღვინითაა განთქმული.  
იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ვარდისფერი შეფერილობის "ჩხავერი" რეგიონის კოლორიტულ სასმელად იქცა და მისი დაგემოვნება აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებთან ერთად გურმანებისთვი ნამდვილი სიამოვნებაა.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება
მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინველთა მიგრაციის საოცარი  სანახაობა სწორედაც რომ აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს. აგვისტოს შუა პერიოდიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე,  32  სხვადასხვა სახეობის ათასობით მტაცებელი ფრინველი აჭარის 10-კილომეტრიან სანაპირო ზოლს გადაუფრენს. 

ულამაზესი ბულვარი
ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. ბულვარში მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, მაღაზიები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია