ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რატომ უნდა ეწვიო ბათუმს?

მოგზაურობა ყოველთვის საინტერესო პროცესია,რადგან ცდილობ დაისვენო და შენი დროის თითოეული წამი საინტერესოდ გაატარო. ამიტომ მარშრუტის არჩევისას მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, თუ რა გინდა მოგზაურობისგან მიიღო. ამ კითხვაზე პასუხი ხშირად შესაძლოა გიჭირდეთ, მაგრამ თუ ზღვა, ბუნება და სანაპირო გიყვართ, მარტივად შეგიძლიათ ბათუმი თქვენ რუკაზე მოინიშნოთ, ჩაალაგოთ ბარგი და მოემზადოთ ახალი თავგადასავლისთვის. 

ბათუმი არის აჭარის დედაქალაქი, ავტონომიური რეგიონი თავისი დროშით, საკუთარი დიალექტით და საუკუნოვანი ისტორიით. ხშირად ბათუმი  ასოცირდება მხოლოდ ზაფხულთან, წყალთან, სანაპიროსთან და საკვებთან, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მეორე  მხარეც დაინახოთ. აჭარა მართლაც ულამაზესი რეგიონია, თბილი და ნოტიო კლიმატით, რომელსაც  აქვს ზღვისპირა კურორტის ატმოსფერო ამავდროულად კი გამოირჩევა უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ეთნიკური შემადგენლობით.

სანაპიროს მიღმა, ბათუმი გთავაზობთ ახალი და ძველი არქიტექტურის ნაზავს, ულამაზეს ბუნებას, შესანიშნავ კაფე-ბარებს, ხალხმრავალ ბაზრებს და ქუჩის ხელოვნებას. ქალაქგარეთ თქვენ ნახავთ ყველაფერს, ისტორიულ ნაგებობებს,  რეგიონის  უდიდეს ბოტანიკურ ბაღს. აქ შეგიძლიათ  მაღალმთიან აჭარაში დაგეგმოთ ლაშქრობა ან  ეწვიოთ ბათუმის ცენტრალურ პარკს და მოაწყოთ პიკნიკი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დატკბეთ თითოეული წამით და ნახოთ აჭარის გული, რადგან თქვენ წინაშეა  ბუნება, რომელიც სიყვარულის ენით საუბრობს, წვიმა, რომელიც სიცოცხლით გავსებთ, საინტერესო ქუჩები და ადამიანები თავისი გამორჩეული ისტორიებით. ამიტომ  აუცილებლად ეწვიეთ ბათუმს და მოემზადოთ დაუვიწყარი ემოციის თვის. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია