ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რისი ნახვა შეგიძლიათ ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში

აჭარა პატარა რეგიონია, მაგრამ იმდენად საინტერესო და განსხვავებულია, რომ შეუძლებელია ყველაფერის ნახვა მოასწროთ. ზღვისპირა რეგიონი საოცარ ისტორიასა და ზღაპრულ ადგილებს მოიცავს, რომელიც აუცილებლად დაგატყვევებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ. თუ შვებულება აიღეთ და აპირებთ ბათუმის მონახულებას, გიდობას ჩვენ გაგიწევთ, მაშ ასე დავიწყოთ:

შეიგრძენით ზღვისპირა ჰავა და ტალღები

საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისათვის. თუ ზღვისპირას დასვენებასთან ერთად ქალაქის
აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ ბათუმს უნდა ეწვიოთ, მაგრამ უფრო მშვიდი, ქალაქს მოწყვეტილი გარემოს ეძებთ ციხისძირის, სარფის, კვარიათის და გონიოს ზღვისპირა ადგილებს შეგიძლიათ ესტუმროთ.

დაათვალიეროთ ბოტანიკური ბაღი

უზარმაზარი ტროპიკული ტყე, რომელიც მოიცავს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე 1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლს. ზემოდან ზღვის ზღაპრული პანორამული ხედებით შეგიძლიათ დატკბეთ. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია მოიცავს სამ დენდროპარკს, კოლხეთის ტყის ნაკრძალს და ლანდშაფტურ- გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებას. ეს არის ბუნებისა და მცენარეების მოყვარულთათვის იდეალური ადგილი, სადაც  შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, გაშალოთ კარავი და დატკბეთ აქ გატარებული ყოველი წამით.

ეწვიოთ დელფინარიუმს

შთაბეჭდილებათა და ემოციების ნამდვილი დღესასწაულია ბათუმის დელფინარიუმის შოუ-პროგრამა, რომელიც ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინების საოცარ წარმოდგენა. აქ თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე საინტერესო ნომერს, ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს და მრავალ შთამბეჭდავ ნომერს.

მოინახულეთ პეტრას ციხე

პეტრას ციხე ზღაპრული ადგილია, სიმწვანეში ჩაფლული უზარმაზარი არემარე, ზღვის ტალღების საოცარი ხმა და ლურჯი ცა, რომელიც ვიზიტორებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ციხე-ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ქობულეთიდან 9 კმ-ზე. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ქართულად კი „ქაჯეთის ციხე” ეწოდება.პეტრას ციხე-ქალაქი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავანი და კლდოვანი რელიეფი იცავდა, რის გამოც მიუვალ ციხედ ითვლებოდა.

დააგემოვნეთ ქედის ჩხავერი

აჭარა დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს. აქ წარმოებულია ღვინის უნიკალური სახეობები ''ქედის ცოლიკაური'' და ''ჩხავერი''. იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ''ჩხავერი'' რეგიონის სავიზიტო
ბარათად იქცა და მისი დაგემოვნება აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებთან ერთად ნამდვილი სიამოვნებაა.

გასინჯეთ აჭარული კერძები

აჭარული სამზარეულო ქართული კულინარიის ნამდვილი მარგალიტია, რომელზეც დიდი გავლენა იქონია მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა. ტრადიციული აჭარული კერძები როგორიცაა: ბორანო, ყაისაფა, აჭარული ჩახოხბილი, ქალაჯი, აჭარული ხაჭაპური, სინორი, ფახლავა დღემდე შემონახულია. აჭარაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ თითოული მათგანი, რათა შეიგრძნოთ ადგილობრივი სამზარეულო.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია