ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

როგორი ტიპის ბინა უნდა გქონდეთ ზღვისპირა ქალაქში?

ბათუმი საერთაშორისო ტურისტული ადგილი და ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა კავკასიის რეგიონში, რომლის განვითარების ტემპი ყოველწლიურად იზრდება. ულამაზესი ზღვის ხედების, ევროპული სტილის არქიტექტურისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური კომბინაციის წყალობით, ბათუმი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი საქართველოში. შესაბამისად ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი ძალიან საინტერესო გახდა ადამიანებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში საკუთარი კაპიტალის დაბანდება სურთ.

თუ ინვესტიციის ბათუმში ჩადებას აპირებთ სტუდიოს ტიპის ბინა თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ის არის მარტივი, იაფი და კომფორტული.

როგორია სტუდიოს ტიპის ბინა?

სტუდიოს ტიპის ბინა არის საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთ დიდ სივრცეშია გაერთიანებული და არ ხდება კედლების ან კარის დახმარებით  მათი ერთმანეთისგან გამოყოფა. საერთო სივრცისგან მხოლოდ სველი წერტილია იზოლირებული.

წარმოგიდგენთ სტუდიოს ტიპის ბინის ძირითად უპირატესობებს:

  • სტუდიოს ტიპის ბინა სივრცის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გაძლევთ და შეგიძლიათ არსებული სივრცე სრულად აითვისოთ;
  • სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობა მარტივია და ამავდროულად ნაკლებ თანხას მოითხოვს, რადგან პატარა სივრცე ნაკლებ ავეჯს საჭიროებს;
  • უფრო მარტივია დალაგება, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია; 
  • მარტივად შეძლებთ ქაოსის და არეულობის თავიდან აცილებას, რადგან სივრცეში მხოლოდ საჭირო ნივთებსა და ავეჯს განათავსებთ;
  • ბინები უფრო ენერგოეფექტურია. უფრო ნაკლები დროა საჭირო, რომ ბინა ზამთარში გათბეს და ზაფხულში გაგრილდეს. შესაბამისად კომუნალური გადასახადებიც დაბალია;
  • თანამედროვე, კომფორტული და პრაქტიკული საცხოვრებელია მათთვის ვისაც ცხოვრების სწრაფი ტემპი აქვს.

Solis Residence“-ში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი სტუდიოს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ბარდება ორი კონდიციით:

  • მწვანე კარკასი;
  • დასრულებული, უმაღლესი ხარისხის რემონტით, ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

SOLIS Residence თავად ზრუნავს ნომრის საინვესტიციო აქტივად ქცევაზე და უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს მთელი წლის მანძილზე. ასევე იღებს პასუხისმგებლობას ობიექტის გამართულად ფუნქციონირებაზე, ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც გაქირავებას, ასევე აპარტამენტის მენეჯმენტს და მოვლა პატრონობას. 

SOLIS Residence-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობას ზღვის პირველ ზოლში, ბათუმის ახალ ბულვარში. თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი,  შესანიშნავი ადგილმდებარეობა და ხედები, თანამედროვე ტექნოლოგიები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელ და დასასვენებელ გარემოს. 

SOLIS Residence- ინვესტიცია სტაბილურ მომავალში.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია