ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რომელ სეზონზე უნდა ვესტუმროთ აჭარას ?

გაზაფხული

თბილი და სასიამოვნოა გაზაფხული აჭარაში, ახლად აყვავებული მაგნოლიების სურნელითა და კამელიებით. დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარა გაზაფხულის სეზონზე.

ბათუმში გაზაფხულის გამორჩეული თვეებად ითვლება: აპრილი და მაისი. გაზაფხულზე განსაკუთრებით მომხიბლავია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, აქ ბოლომდე იგრძნობ წელიწადის ამ მშვენიერი დროის სილამაზე.

გაზაფხული ბათუმში საზღვაო სეზონის დასაწყის პერიოდადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ზღვასთან ერთად ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ გემბლინგის ან ეკო ტურიზმის ნაირსახეობებით. გაზაფხულზე რეგულარულად იმართება ბათუმის დელფინების შოუ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის ყველა მის სტუმარს. 

ზაფხული

ზაფხულში აჭარა დამსვენებელს იზიდავს ცხელი ამინდებით და შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟი. ამ პერიოდში აჭარა ივსება როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტებით. ბათუმის სანაპირო ზოლი, ისევე როგორც საკურორტო ზონები კვარიათი, სარფი, ჩაქვი და ქობულეთი ცხელ სეზონზე სხვადასხვა გასართობი და ტურისტული ობიეტების სიმრავლით გამოირჩევა.

ზაფხულზე საქართველოს კულტურული ცენტრი დედაქალაქიდან სწორედ ბათუმში ინაცვლებს.ზაფხულში ბათუმში  უამრავი საერთაშორისო დონის კონცერტი და ფესტივალი ტარდება.

ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტები, ცირკისა და თეატრის სპექტაკლები, კლასიკური მუსიკისა და ოპერის საღამოები, სპორტული სანახაობები ძირითადად სწორედ ივნისი- აგვისტოს თვეებში ტარდება. 

ზაფხულში ბათუმში თითქმის ყველა ტურისტული სახეობით დაკავება შესაძლებელი: 

  • სათამაშო ტურიზმი;
  • ეკო ტურიზმი;
  • სოფლის ტურიზმი;
  • ღვინის ტურიზმი. 
  • ზაფხულში  ბათუმის ყველა ტურისტული ადგილი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს.  

 

 

შემოდგომა

აჭარაში მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომა საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი.

შემოდგომაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი ფერთა დღესასწაულია. განსხვავებული ლანდშაფტებით ცნობილი ბაღი ამ დროისთვის ერთდროულად ოქროსფერი საბურველითა და სიმწვანითაა შემოსილი. შემოდგომის ყვავილებსა და ზღვის სილურჯეში დაუვიწყარი პეიზაჟები იშლება. ფეხით თუ ელექტრომობილით შემოდგომის ბაღში გასეირნება სასიამოვნო განწყობით აგავსებთ. ბათუმის ბულვარსა და 6 მაისის პარკში სასეირნოდ საუკეთესო ამინდები გელოდებათ. აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველობილიკები, რომლებიც გარდა პარკებისა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ველოსადგომებს მოიცავს.

საუკეთესო პერიოდია შემოდგომა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. შავი ზღვის სანაპირო მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო და მრავალრიცხოვანი დერეფანია. აქ ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი გადამფრენი ფრინველი აღირიცხება, რის გამოც აჭარა მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამე ადგილზეა.

სექტემბრის პირველ კვირას ქალაქ ბათუმის მერია "ბათუმობას" აღნიშნავს. ეს დღესასწაული სახალხო ხასიათისაა და უამრავ გასართობ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. "ბათუმობის" ფარგლებში ტარდება ფესტივალი "მარბელა", რომელიც ქალაქ ბათუმსა და ესპანეთის ქალაქ მარბელას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. 

ზამთარი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.ზამთარში შეგიძლიათ ეწვიოთ კურორტ გომარდულსა და გოდერძს. აქ მოთხილამურეთათვის არის სათხილამურო ტრასა და ფუნქციონირებს საბაგირო გზა.

ზამთარი ბათუმში განსაკუთრებული სიმყუდროვით და სიწყნარითაა გამორჩეული, თუმცა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მატულობს ქალაქის სტუმრების რაოდენობაც, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან თუ დედაქალაქიდან სწორედ ახალი წლის შესახვედრად ჩამოდიან.

ზამთრის პერიოდი მიმზიდველია MICE ტურიზმით დაიტერესებული პირებისათვის. ქალაქის მდებარეობა, ზღვისპირა ბულვარისა და პარკების სიმყუდროვე საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად საუკეთესო პირობებს ქმნის სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების, საერთაშორისო ფორუმებისა თუ სამეცნიერო ხასიათის კონფერენციების ჩასატარებლად.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია