ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე

შავი ზღვა ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი სტუმრობს.  სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტებს შავ ზღვაზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ. 

რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
დადასტურებული პასუხი თუ რატომ ეწოდა შავ ზღვას შავი არ არსებობს, თუმცა არსებობს სამი საინტერესო ვერსია. ერთი ვერსიით რთული იყო მასზე ზღვაოსნობა, ამიტომ ბერძნებმა „არასტუმართმოყვარე ზღვა“, ბნელი, ანუ შავი ზღვა უწოდეს. მეორე ვერსიით, ეს სახელი  თურქებმა დაარქვეს, როდესაც მისი სანაპიროს დაპყრობის დროს,  ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. არსებობს მესამე ვერსიაც ჰიდროლოგების თქმით, ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი კი გოგირდწყალბადის დიდი შემცველობაა. 

  • შავი ზღვის ბინადრები

შავ ზღვაში ცხოველთა სამყაროს 2500-მდე წარმომადგენელი ბინადრობს, რომელთაგან ყველაზე საინტერესო ქიცვიანი ზვიგენია. მათ ადამიანების ეშინიათ და  სანაპიროზე არ ამოდიან. შავ ზღვის ყველაზე საშიში ბინადარად ითვლება შხამიანი ზღვის დრაკონი , რომლის ჩხვლეტა შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. 

  • შავი ზღვის სანაპირო

სანაპიროზე შეხვდებით სამი ტიპის ნაპირს: ქვებით, კენჭებით და ქვიშით. თავის მხრივ გამოიყოფა სამი ფერის ქვიშიანი სანაპირო: თეთრი, ოქროსფერი და შავი. 

  • შავი ზღვის წყალმცენარეები

შავ ზღვაში 270 სახეობის მრავალუჯრედიანი წყალმცენარე და 600- ზე მეტი სახეობის ფიტოპლანქტონი ბინადრობს. 

  • შავი ზღვის სხვა ბინადრები

2018 წელს მეცნიერებმა შავ ზღვაში იპოვეს მსოფლიოში უდიდესი ჩაძირული გემი, რომელიც  2400 წლით თარიღდება. ასევე ნაპოვნია გემი „არმენიაც“, რომლის ჩაძირვა ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზღვაო ტრაგედიად შეფასდა. გემი 1941 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ მეცნიერები. მის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო გარკვეული პერიოდით რობერტ ბალარდიც - ოკეანოლოგი, რომელმაც ტიტანიკი იპოვა. მათ გარდა შავი ზღვის ფსკერზე 60ზე მეტი ჩაძირული გემია.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია